თვითმკურნალობა.
ფეხის კრუნჩხვა/სპაზმი მტკივნეული მდგომარეობაა და ადამიანს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის.
საუბარია შემთხვევაზე, როდესაც ფეხის კუნთებში უნებლიე შეკუმშვა, სპაზმი ვითარდება. კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ფეხის კრუნჩხვა ვლინდება ღამით.
როგორც წესი, უმეტეს შემთხვევაში სპაზმის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია; მედიკოსების აზრით, სავსებით შესაძლებელია კრუნჩხვას იწვევდეს კუნთის დაღლა, ნერვთან დაკავშირებული პრობლემები და სხვა.
ცხოვრების წესი და მკურნალობა სახლის პირობებში
პრევენციისთვის რეკომენდებულია:
- დღის განმავლობაში ხშირად დალიეთ წყალი, მოერიდეთ ორგანიზმის გაუწყლოებას;
- დაძინებამდე გირჩევთ რამდენიმე წუთით გაჭიმოთ ფეხის კუნთები ან ივარჯიშოთ სატრენაჟორო ველოსიპედზე;
- გაასწორეთ საბანი, ზეწარი - ძილში ფეხი კომფორტულად უნდა გქონდეთ და უნებლიე მოძრაობის შემთხვევაში ნაჭერში არ გაეხვიოს.
უკვე მოგახსენეთ საპრევენციო ღონისძიებებზე, თუმცა როგორ მოვიქცეთ უშუალოდ კრუნჩხვის დროს?
რეკომენდებულია:
- შეეცადეთ ნელი, მსუბუქი მოძრაობით ტერფი თავთან მიიტანოთ;
- კუნთზე მასაჟი გაიკეთეთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ყინულიც;
- სპაზმის განსატვირთად, შესამსუბუქებლად აქანავეთ ფეხი, გადადგით ნაბიჯები, ისეირნეთ;
- მიიღეთ თბილი აბაზანა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/symptoms/night-leg-cramps/basics/when-to-see-
doctor/sym-20050813