რა არის ქოლეცისტიტი?
ქოლეცისტიტი ნაღვლის ბუშტის ანთებაა. ნაღვლის ბუშტის ანთებას უნდა უმკურნალოთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია გამოვლინდეს სიცოცხლისთვის საშიში გართულება, მაგალითად, ნაღვლის ბუშტის რუპტურა (ორგანოს მთლიანობის დარღვევა, გაგლეჯა).
ქოლეცისტიტის მკურნალობისას, როგორც წესი, საჭირო ხდება ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა.
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
- ძლიერი, მწვავე ტკივილი მუცლის ცენტრში ან მუცლის ზედა მარჯვენა არეში;
- ტკივილი, რომელიც ვრცელდება მარჯვენა მხრისკენ ან ზურგისკენ;
- მუცელი შეხებისას დარბილებულია;
- სიცხე;
- გულისრევა;
- ღებინება.
ხშირად ქოლეცისტიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ვლინდება საკვების მიღების შემდეგ და განსაკუთრებით მაშინ თუ პაციენტი მიირთმევს ცხიმიან კერძს ან დიდი რაოდენობით საკვებს.
ნაღვლის ბუშტის ანთების გამომწვევი მიზეზებია:
- ნაღვლის ბუშტის კენჭები;
- სიმსივნე;
- ნაღვლის სადინრის დახშობა;
- ინფექცია;
- სისხლძარღვის პრობლემები.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/cholecystitis/symptoms-
causes/syc-20364867