ჰერპესი ყველაზე მარტივად გადამდები ინფექციაა.
იგი წარმოადგენს ვირუსულ ინფექციას, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ბუდობს და პერიოდულად ვლინდება.
ჰერპესის ძირითადი სიმპტომი პატარა ბუშტუკის მსგავსი გამონაყარია,vრომელიც როგორც წესი, ტუჩის გარშემო ჩნდება.
პრევენცია
თუ ადამიანს ჰერპესი წელიწადში რამდენჯერმე განუვითარდა ექიმი ნიშნავს ანტივირუსულ მედიკამენტს; ანტივირუსული მედიკამენტი ინიშნება იმ კლინიკურ შემთხვევაშიც, როდესაც სახეზეა სერიოზული გართულების რისკი.
ზოგჯერ რეციდივის გამომწვევი მიზეზია მზის სხივები, შესაბამისად, არე, სადაც ჰერპესი ჩნდება, მზეს უნდა მოარიდოთ (მაგალითად, წაისვით მზისგან დამცავი კრემი, მოერიდეთ მზის გულზე ყოფნას და სხვა).
რეკომენდებულია:
- როდესაც ჰერპესული გამონაყარი გაქვთ არ აკოცოთ სხვას და მოერიდეთ კანით კონტაქტს; ჰერპესული გამონაყარი იმის ნიშანია, რომ ინფიცირებული ხართ და გადამდები, შესაბამისად, არ ათხოვოთ თქვენი პირადი ჰიგიენური ნივთები სხვებს (მაგალითად, პირსახოცი, საპარსი საშუალება, ტუჩისბალზამი, ჭურჭელი და სხვა პირადი ნივთები ჰერპესის გავრცელების მარტივი საშუალებებია);
- იზრუნეთ პირად ჰიგიენაზე. ხშირად უნდა დაიბანოთ ხელები.
გაითვალისწინეთ, ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში არ არსებობს ერთი კონკრეტული საშუალება, რომელიც სხვა დროს ჰერპესის პრევენციაში დაგეხმარებათ, თუმცა სტატიაში წარმოდგენილი მეთოდებით შეძლებთ სხვას არ გადასდოთ ვირუსი. ამასთან, შემდგომში, ჰერპესის ხელახლა ჩამოყალიბების რისკის მინიმუმამდე შემცირების მიზნით შეძლებისდაგვარად მოერიდეთ ჰერპესის გამომწვევ რისკ-ფაქტორებს, მაგალითად, სტრესს, გაციებას.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/cold-sore/symptoms-causes/syc-
20371017