ფუნქციური დისპეპსია - მუდმივი კუჭის ტკივილი და შებერილობა
ფუნქციური დისპეპსია ქრონიკული საჭმლის მომნელებელი სისტემის აშლილობის ფორმაა. ამ დიაგნოზისთვის დამახასიათებელია კუჭის ხშირი ტკივილი და ჭამის შემდეგ სისავსის შეგრძნება, შებერილობა.
ექიმი ფუნქციური დისპეპსიის დიაგნოზს სვამს მაშინ, როდესაც სიმპტომის პირდაპირი გამომწვევი მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება.
დანერგილია მკურნალობის რამდენიმე მეთოდი, თუმცა ერთი კონკრეტული კურსი, რომელიც ყველასთვის ეფექტური იქნება, ჯერჯერობით არ არის შემუშავებული.
დისპეპსია უფრო მეტად სინდრომია, ვიდრე მდგომარეობა - ეს არის სიმპტომების ერთობლიობა. გამოყოფენ ორ ფორმას:
- ეპიგასტრალური ტკივილის სინდრომი - პაციენტი უჩივის ტკივილსა და წვას მუცლის ზედა არეში;
- პოსტპრანდიალური დისტრეს სინდრომი - პაციენტს ჭამის შემდეგ აწუხებს მუცლის ტკივილი, სისავსის შეგრძნება და შებერილობა.
ფუნქციური დისპეპსიისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
- ტკივილი მუცლის ზედა არეში;
- შებერილობა;
- სისავსის შეგრძნება და უმადობა;
- წვის შეგრძნება.
დამატებით შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი ნიშნები:
- ხშირი ბოყინი;
- გულისრევა;
- პაციენტი ან ვერ იკავებს განავალს, ან კუჭის მოქმედება დაყოვნებული აქვს;
- სტრესი.
რისკ-ფაქტორებია:
- ფსიქოლოგიური ფაქტორები;
- ნერვული დარღვევით ან საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგიებით ავადობის ოჯახური ანამნეზი;
- მომატებული მგრძნობელობა საკვებზე;
- ანამნეზში ალერგია.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/22248-functional-dyspepsia