მნიშვნელოვანი ინფორმაცია მელანომაზე.
მელანომა ყველაზე აგრესიული კანის კიბოა. სწრაფად იზრდება და შესწევს უნარი ნებისმიერ ორგანოში გავრცელდეს.
ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირების შემთხვევაში განკურნების მაჩვენებელი მაღალია, შესაბამისად, კანზე გამოვლენილი ნებისმიერი ტიპის უჩვეულო სიმპტომი სერიოზულად აღიქვით და დროულად მიმართეთ ექიმს.
სტატისტიკურად, დაახლოებით 30%-ში მელანომა იწყება ხალში, მაგრამ დანარჩენ პროცენტში ნორმალურ კანში ფორმირდება; სწორედ ამიტომ არის აუცილებელი კანის დათვალიერება, რადგან მხოლოდ ხალი არ ზრდის რისკს.
სამწუხაროდ, ბოლო 30 წლის განმავლობაში მელანომათი ავადობის მაჩვენებელი დრამატულადაა გაზრდილი და მეცნიერთა აზრით, ეს სტატისტიკა ულტრაიისფერი გამოსხივებითაა გამოწვეული.
მელანომა შესაძლოა გამოვლინდეს ხალის, აქერცლილი ლაქების, ღია წყლულებისა და კანზე ამოწეული ამობურცულობების ფორმით.
მელანომასგან არავინაა დაზღვეული, თუმცა რისკ-ჯგუფში იმყოფებიან:
- მელანომას პერსონალური ანამნეზი;
- მელანომათი ავადობის ოჯახური ისტორია;
- ფერმკრთალი/ღია ფერის კანი, ქერა ან წითური თმა, ლურჯი თვალი, ჭორფლები;
- დიდხანს იმყოფებით მზეზე;
- სარგებლობდით სოლარიუმით;
- გაქვთ ბევრი ხალი და განსაკუთრებით ატიპიური ფორმის;
- სუსტი იმუნიტეტი.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/14391-melanoma