რა არის კოლიტი?
კოლიტი ანთებითი პროცესია მსხვილ ნაწლავში. ანთების ფონზე პაციენტი კუჭის მოქმედებისას უჩივის ტკივილს, ვერ იკავებს განავალს - მასა თხიერია, შესამჩნევია სისხლიც.
ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში კოლიტი დროებითია, ხოლო ზოგჯერ ქრონიკული ტიპის.
კოლიტის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:
- მუცლის ტკივილი;
- შებერილობა;
- დიარეა;
- განავალში სისხლი ან ლორწო;
- უმადობა;
- წონის კლება.
მწვავე ფორმისთვის დამახასიათებელია:
- გულისრევა და ღებინება;
- სიცხე.
ქრონიკულ კლინიკურ შემთხვევებში ვლინდება:
- დაღლილობა;
- ანემია;
- გაუწყლოება;
- კვების უკმარისობა.
დიაგნოსტირება
ექიმი დაინტერესდება თუ რას უჩივით, როდის გამოგივლინდათ სიმპტომები და რას მიირთმევდით ამ დროს.
დიაგნოსტირებისთვის აუცილებელია დადგინდეს ხომ არ აქვს პაციენტს ანამნეზში სხვა დაავადება ან იმყოფება თუ არა რომელიმე ტიპის მედიკამენტურ თერაპიაზე.
ფიზიკური გასინჯვის შემდეგ ინიშნება სისხლისა და განავლის ანალიზი, კომპიუტერული კვლევები მსხვილი ნაწლავის მდგომარეობის შესაფასებლად.
მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია, თუმცა კოლიტის სამართავად დანერგილია შემდეგი მეთოდები:
- მედიკამენტები;
- დიეტა, კვების რაციონის ცვლილება;
- ქირურგიული ჩარევა.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/23384-colitis