კბილის აბსცესი - როგორ ავირიდოთ თავიდან ჩირქგროვა  პირის ღრუში?

კბილის აბსცესი - როგორ ავირიდოთ თავიდან ჩირქგროვა პირის ღრუში?

კბილის აბსცესის დროს პირის ღრუში ჩირქი გროვდება.

ჩირქის დაგროვების გამომწვევი მიზეზი ბაქტერიული ინფექციაა. აბსცესი ჩნდება პირის ღრუს სხვადასხვა არეში, მაგალითად, პერიოდონტალური ფორმის დროს გამოხატულია ფესვის გარშემო ღრძილებზე, ხოლო პერიაპიკალური ტიპის შემთხვევაში ჩირქი გროვდება უშუალოდ ფესვის წვერზე.

უკვე ჩამოყალიბებული კბილის აბსცესის მკურნალობა შესაძლებელია მხოლოდ სტომატოლოგიურ კლინიკაში - სტომატოლოგი ატარებს დრენირების პროცედურას და სწორედ ამ გზით ქრება ინფექცია. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში კბილი ნარჩუნდება, თუმცა ზოგჯერ ერთადერთი გამოსავალი კბილის ამოღებაა.

აუცილებელია აბსცესის დრენირება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ინფექცია გავრცელდება კისრის, ყბის ან თავის სხვა არეში. უფრო მეტიც სავსებით შესაძლებელია პაციენტს განუვითარდეს სიცოცხლისთვის საშიში ინფექცია, სეფსისი.

პრევენცია
კბილის აბსცესის განვითარებას ხელს უწყობს პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა. ასევე რისკ-ფაქტორია დიდი რაოდენობით შაქრის შემცველი საკვები და სასმელი, პირის სიმშრალე.

აბსცესის პრევენციისთვის აუცილებელია თავი აირიდოთ კარიესისგან, შესაბამისად, უნდა იზრუნოთ პირის ღრუს ჰიგიენაზე.

გირჩევთ:

  •  გამოიყენეთ ფტორირებული სასმელი წყალი;
  •  კბილები დღეში ორჯერ გამოიხეხეთ;
  •  ისარგებლეთ ფტორის შემცველი კბილის პასტით (ფტორის შემცველი კბილის პასტა გამოირჩევა ანტიკარიესული და ანთების საწინააღმდეგო ეფექტით);
  •  გამოიყენეთ ფლოსი, ანუ დენტალური ძაფი. კბილის ჯაგრისთან ერთად დენტალური ძაფი პირის ღრუს ინდივიდუალური ჰიგიენის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს და მისი დანიშნულებაა კბილთაშორისი და
  • ღრძილქვეშა სივრცეების გაწმენდა (ეს არე მიუწვდომელია კბილის ჯაგრისისთვის);
  •  ძველი კბილის ჯაგრისი ყოველ 3 ან 4 თვეში ახლით შეცვალეთ;
  •  მიირთვით ჯანსაღი პროდუქტები;
  •  კვების რაციონში მაქსიმალურად შეზღუდეთ შაქარი;
  •  სტომატოლოგს მხოლოდ მაშინ ნუ მიაკითხავთ, როდესაც კბილი აგტკივდებათ. პირის ღრუს რეგულარული შემოწმება და
  • პროფესიონალური წმენდა აუცილებელია;
  •  ისარგებლეთ სტომატოლოგის მიერ შერჩეული ანტისეპტიკური პირის ღრუს სავლებით.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/tooth-abscess/symptoms-causes/syc-
20350901