მუხლში ჭრაჭუნი.
ეს გავრცელებული მდგომარეობაა და საშიში არ არის. თუმცა ეჭვი უნდა მიიტანოთ ოსტეოართრიტსა თუ სხვა ტიპის ართრიტზე, როდესაც მუხლში ჭრაჭუნის შეგრძნებას თან ერთვის ტკივილი ან სხვა სიმპტომები.
მუხლში ტკაცუნი თუ ჭრაჭუნი შესაძლოა შეამჩნიოთ წინ დახრისას, კიბეზე ასვლისას, კიდურის გაჭიმვისას.
ეს სიმპტომი წააგავს შემდეგი ტიპის ხმას:
- ჭრაჭუნს;
- ტკაცუნს;
- ჩხაკუნს;
- ჭრიალს;
- დაწკაპუნებას;
- კრაჭუნს.
მხოლოდ ეს სიმპტომი (ხმაური კიდურის მოძრაობისას) არ არის საშიში და შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, მუხლს არაფერი სჭირს.
თუმცა ექიმს უნდა მიმართოთ თუ მუხლის არეში ხმაურს თან ერთვის შემდეგი სიმპტომები:
- შეშუპება;
- ტკივილი;
- გაშეშება;
- მოძრაობის უნარის შეზღუდვა;
- კუნთის სისუსტე;
- გიჭირთ წონასწორობის დაცვა.
წყარო:
https://www.healthline.com/health/osteoarthritis/crepitus