კოლაგენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცილაა, რომელსაც ორგანიზმი ბუნებრივად გამოიმუშავებს.
კოლაგენი ამინომჟავებისგან შედგება - აუცილებელია სხვადასხვა სისტემისა და ორგანოსთვის.
ბუნებრივი კოლაგენის წარმოების პროცესი ასაკის მატებასთან ერთად ნელდება და სხეული, ფაქტობრივად, პრიორიტეტების მიხედვით იწყებს მის გამოყენებას. კოლაგენის დეფიციტი ვიზუალურად შესამჩნევია კანზე ნაოჭებისა თუ ასაკობრივი ხაზების გაჩენით - გარკვეულ ასაკში კანს ელასტიურობაც აკლდება და საგრძნობლად სუსტდება ძვალსახსროვანი სისტემა.
კოლაგენს შეგვიძლია ვუწოდოთ ჩუმად მებრძოლი გმირი, რადგან ეს ცილა მართლაც ყოველწამიერად იბრძვის იმისთვის, რომ კანმა, სახსრებმა, კუნთებმა თუ სისხლის მიმოქცევის სისტემამ სათანადოდ იფუნქციონიროს. წარმოიდგინეთ ორგანიზმში გაქვთ კარგად დაზეთილი, საჭირო ცხიმით სავსე მექანიზმი, რომლის თითოეული კომპონენტი ძვლის, კუნთის, სისხლძარღვისა და სხვა სისტემების ჰარმონიულ მუშაობას უზრუნველყოფს.
კოლაგენის დეფიციტისთვის დამახასიათებელია შემდეგი კლინიკური ნიშნები:
- ნაოჭები, ხაზები;
- ოსტეოართრიტი და სახსრის ტკივილი;
- კუნთის ტკივილი;
- ცელულიტი;
- ოსტეოპენია;
- ორგანოს პროლაფსი;
- ჩავარდნილი ლოყა და თვალები;
- არტერიული წნევისა და სისხლის მიმოქცევის პრობლემები;
- მტვრევადი თმა და ფრჩხილები;
- მადის კონტროლის პრობლემა;
- კოლაგენის ვასკულარული დაავადება.
წყარო:
https://www.vitalityandwellness.com.au/blogs/health-matters/11-clinical-signs-of-collagen-deficiency