გამომწვევი მიზეზები.
სუნიანი სკალპი (ასევე ცნობილია სუნიანი თმის სინდრომის სახელწოდებით) ნიშნავს იმას, რომ თავის კანზე უსიამოვნო სუნი გაქვთ.
სკალპზე უსიამოვნო სუნის მიზეზი შესაძლოა იყოს არასწორი ჰიგიენა (არასწორად შერჩეული თმის მოვლის საშუალებები, თავს არ იბანთ ხშირად და სხვა) ან ჯანმრთელობის პრობლემა.
სუნის მიზეზია კანის უჯრედების, ოფლისა და ცხიმის დაგროვება. ასევე გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს ბაქტერია ან სოკო.
სუნიანი სკალპი შემდეგი სამედიცინო მდგომარეობების სიმპტომია:
- ქერტლი;
- სოკოვანი ინფექცია სკალპზე;
- ჰორმონული ცვლილებები;
- ფსორიაზი;
- ჭარბი ოფლიანობა.
სკალპის სუნის მიზეზია შემდეგი არასამედიცინო მდგომარეობები:
- დიეტა;
- ცუდი ჰიგიენა;
- დაბინძურებული ჰაერი;
- ოფლიანობა;
- თმას ან ზედმეტად ხშირად იბანთ, ან იშვიათად.
დააკვირდით პირად ჰიგიენას, მაგალითად, დაბანიდან დაბანამდე ინტერვალს - ასევე შეარჩიეთ თქვენი თმის სტრუქტურისთვის შესაბამისი შამპუნი. თუ ამ რეკომენდაციის გათვალისწინების მიუხედავად სკალპის უსიამოვნო სუნი არ გაქრა და ამ სიმპტომს სხვა ნიშნებიც დაერთო დიაგნოსტირებისთვის მიმართეთ ექიმს.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/symptoms/24751-smelly-scalp