ყავა და ჩაი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სასმელია.
არ გაგვიკვირდება სტატიის კითხვის პარალელურად, რომელიმე თქვენგანი გემრიელ ჩაის ან ყავას მიირთმევდეთ. მაინც რომელია უფრო სასარგებლო? განვიხილოთ დეტალურად.
კოფეინის შემცველობა
კოფეინი ბუნებრივი მატონიზირებელი საშუალებაა, რომელიც ასტიმულირებს ტვინის ნერვულ უჯრედებს, აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას და ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას.
რასაკვირველია, ყველაფერს აქვს შესაბამისი დოზა და ზომიერება კოფეინის მიღებასაც სჭირდება.
არაერთი სამეცნიერო ექსპერიმენტი ჩატარდა, რომლის შედეგზე დაყრდნობითაც შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ კოფეინი აუმჯობესებს რეაქციას, მეხსიერებასა და ინფორმაციის დამუშავების პროცესს.
ანტიოქსიდანტი
ანტიოქსიდანტი ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების დაზიანებისგან იცავს, შესაბამისად, გარკვეული წვლილი შეაქვს ზოგიერთი ქრონიკული დაავადების განვითარების პრევენციაში.
ძალიან გაგიხარდებათ - სასარგებლო ანტიოქსიდანტები ჩაისა და ყავის შემადგენლობაშია.
ენერგია
ყავაც და ჩაიც ენერგიას გვმატებს, მაგრამ სხვადასხვა გზით.
ყავის კოფეინი მომენტალური ზემოქმედებით ხასიათდება, თუმცა ასეთივე სისწრაფით იდევნება ორგანიზმიდანაც, ჩაის კოფეინის მოქმედება უფრო ნელი და ხანგრძლივია. ეფექტი ასე შეგვიძლია დავახასიათოთ - ყავა სწრაფად, მაგრამ მცირე ხნით გვაფხიზლებს, ჩაი უფრო სტაბილურ ეფექტს იძლევა.
წონის კლება
კოფეინი (ყავაში) და პოლიფენოლი (ჩაიში) შესაძლოა ხელს უწყობდეს წონის კლების პროცესს, მაგრამ მეცნიერთა აზრით, ამ შედეგის დასადასტურებლად გაცილებით მეტი ექსპერიმენტია ჩასატარებელი, რომელშიც ადამიანები მიიღებენ მონაწილეობას.
ყავა თუ ჩაი?
თუ რეკომენდებული დოზით მიიღებთ, ორივე სასმელი სასარგებლო და უსაფრთხოა. რომელს აირჩევთ თქვენს პირად გემოვნებასა და კოფეინის მიმართ ინდივიდუალურ მგრძნობელობაზეა დამოკიდებული.
მოგეხსენებათ, ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია და ამის გათვალისწინებით ყავა გარკვეულ გვერდით მოვლენებთან (მაღალი არტერიული წნევა, უძილობა, აჩქარებული გულისცემა) არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ თუ კოფეინის მიმართ ადამიანი სენსიტიურია, უმჯობესია არჩევანი ჩაიზე შეაჩეროს.
წყარო: