გულის დაავადება და კორონავირუსი

გულის დაავადება და კორონავირუსი

არიან თუ არა კორონავირუსის გამო გულის გენეტიკური დაავადებების მქონე პაციენტები განსაკუთრებული რისკის ქვეშ?

Mayo Clinic-ის ვებ-გვერდზე საინტერესო ინფორმაცია გამოქვეყნდა.

მნიშვნელობა არ აქვს ადამიანი ავადობს თუ არა რაიმე ქრონიკული დაავადებით, ყველამ უნდა გაითვალისწინოს მედიკოსთა რეკომენდაცია ფიზიკური დისტანციით დაწყებული პირადი ჰიგიენით დამთავრებული.

ყურადღება უნდა მიაქციოთ სიმპტომებს და კონტაქტზე იყოთ ექიმთან. ამავე რეკომენდაციის გათვალისწინება მართებთ გულის გენეტიკური დაავადების მქონე პაციენტებსაც.

გულის კუნთის გენეტიკური დარღვევის მქონე ადამიანები, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში მდგომარეობის გართულების მაღალი რისკის ქვეშ არიან, ავადობენ შემდეგი პათოლოგიებით: დილატაციური, არითმოგენური და ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიითა და გულის უკმარისობით, ასევე სიმპტომური ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიით ობსტრუქციით ან მის გარეშე. ამ დარღვევების მქონე პაციენტებმა მკაცრად უნდა დაიცვან დისტანცია და სოციალური კონტაქტი მინიმუმამდე შეამცირონ (თუ შესაძლებელია მხოლოდ ოჯახის წევრებთან იქონიონ კონტაქტი).

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, მკაცრი თვითიზოლაცია სავალდებულო არაა ბრუგადას სინდრომისა და კატექოლამინერგული პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის მქონე პაციენტებისთვის, მაგრამ რეკომენდაციებს როგორც ყველა ისინიც უნდა დაექვემდებარონ.

დაუშვებელია, მედიკამენტების თვითნებურად მიღება ან შეცვლა, იხელმძღვანელეთ მხოლოდ მკურნალი ექიმის მითითებით.

თუ ავად გახდით და საჭირო გახდა წამლის მიღება ან ჰოსპიტალიზირება, პირველი რაც უნდა გააკეთოთ არის ის, რომ ექიმიც და ექთანიც გააფრთხილოთ, რომ გულის რითმის გენეტიკური დარღვევა გაქვთ, ვინაიდან ცალკეული ანტიბიოტიკური და ანტივირუსული მედიკამენტები არითმიის განვითარების რისკს ზრდის. ეს ინფორმაცია მედიკოსს ინდივიდუალურად თქვენი ჯანმრთელობისთვის ეფექტური მკურნალობის კურსის დაგეგმვაში დაეხმარება.

წყარო:

https://connect.mayoclinic.org/page/genetic-heart-rhythm-disorders/tab/covid-19/