ფიზიკური აქტივობა სოციალური დისტანციის დროს

ფიზიკური აქტივობა სოციალური დისტანციის დროს

სოციალური დისტანცია კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია.

ბევრი ადამიანი დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა, რეკომენდაციას ითვალისწინებს და ქუჩაში იშვიათად ან განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში გადის.

წარმოგიდგენთ რამდენიმე ხერხს, რომელიც ფიზიკური აქტივობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ თუნდაც სოციალური დისტანციის დროს:

  • სიარული, სეირნობა. იდეალურია, თუ ეზოში სეირნობა შეგიძლიათ (რასაკვირველია, დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცია). თუ ეზოში ჩასვლას ვერ შეძლებთ, სახლში ისეირნეთ. ჩართეთ თქვენი საყვარელი მუსიკა და სასიამოვნო მელოდიის ფონზე ოთახიდან ოთახში იარეთ;  
  • კარდიო ვარჯიშის შესრულება სახლშიც შესაძლებელია;
  • სასტუმრო ოთახში ცეკვაზე რას იტყვით?
  • კიდევ ერთი ეფექტური მეთოდი გვაქვს - იოგა. იოგა სასარგებლოა როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. იგი მოდუნებაში დაგეხმარებათ.  

 

წყარო:

https://connect.mayoclinic.org/page/living-with-mild-cognitive-impairment-mci/newsfeed-post/staying-physically-active-during-a-time-of-social-distancing/?utm_campaign=hub_email&utm_source=email&utm_medium=digest_summary_highlight_link