თანამედროვე ცხოვრების წესის გამო დღის დიდ ნაწილს ეკრანთან ვატარებთ.
გარკვეული მეთოდებით კომპიუტერული მხედველობის სინდრომის სიმპტომებისა (თვალების სიწითლე, დაღლილობა, დისკომფორტი, თავის ტკივილი, ბუნდოვანი მხედველობა) და მხედველობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემის განვითარების რისკის შემცირებაა შესაძლებელი.
რეკომენდებულია:
- ოფთალმოლოგის კონსულტაცია;
- სასურველია, ოთახში, სადაც კომპიუტერთან მუშაობთ, კარგი განათება იყოს;
- არაა რეკომენდებული კაშკაშა სინათლე;
- ეკრანის განათება და ტექსტის ზომა ისე დაარეგულირეთ, რომ დისკომფორტის გარეშე შეძლოთ მუშაობა;
- თვალები ხშირად დაახამხამეთ. ამ გზით თვალს სიმშრალისგან და გაღიზიანებისგან დაიცავთ. იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდა მშრალი თვალის სიმპტომები, ოფთალმოლოგის რეკომენდაციით გამოწერილი ხელოვნური ცრემლის მედიკამენტი გამოიყენეთ;
- ავარჯიშეთ თვალები - ყოველ 20 წუთში კომპიუტერიდან შორს გაიხედეთ, მზერა სხვა საგანზე გადაიტანეთ;
- შეისვენეთ. ყოველ საათში ერთხელ 10 წუთით ოთახში გაიარეთ;
- თუ საჭირო გახდა, ოფთალმოლოგი ინდივიდუალურად თქვენთვის კომპიუტერთან სამუშაო სათვალეს შეგირჩევთ.
წყარო: