ქალები მკერდის ტკივილს ხშირად უჩივიან.
სარძევე ჯირკვლის ტკივილს სამედიცინო ენაზე მასტალგია ეწოდება - ტკივილი შეიძლება იყოს როგორც მუდმივი, ისე პერიოდული, მსუბუქი და მწვავე.
ქალბატონები მკერდის ტკივილს განმარტავენ შემდეგი სიტყვებით: მგრძნობელობის მომატება, ბასრი წვის შეგრძნება, დაჭიმულობა მკერდის ქსოვილში.
როგორც წესი, კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში მკერდის ტკივილი არასიმსივნური მდგომარეობითაა გამოწვეული. თუმცა თუ სარძევე ჯირკვალში გაურკვეველი მიზეზით წარმოქმნილი ტკივილი არ გაქრება ერთი ან ორი ციკლის შემდეგ, ან ტკივილი ჩნდება მენოპაუზის შემდგომ პერიოდში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
მიმართეთ ექიმს შემდეგი სიმპტომების დროს:
- მკერდის ტკივილი გრძელდება რამდენიმე კვირის განმავლობაში;
- მკერდის ტკივილი თავს გახსენებთ ყოველდღიურად;
- დისკომფორტს გრძნობთ სარძევე ჯირკვლის ერთ კონკრეტულ უბანში;
- მდგომარეობა უარესდება და დაგიქვეითდათ ცხოვრების ჩვეული რიტმი.
პრევენცია
გარკვეული მეთოდებით მკერდის ტკივილის თავიდან არიდება შესაძლებელია.
რეკომენდებულია:
- თუ შესაძლებელია მოერიდეთ ჰორმონულ თერაპიას (გაიარეთ ექიმის კონსულტაცია);
- შეძლებისდაგვარად მოერიდეთ ისეთ მედიკამენტს, რომლის გვერდითი ეფექტიც მკერდის ტკივილი ან უკვე განვითარებული ტკივილის გამწვავებაა (გაიარეთ ექიმის კონსულტაცია);
- სწორად შეარჩიეთ ბიუსტჰალტერი;
- ვარჯიშის, ფიზიკური აქტივობის დროს ყოველთვის უნდა გეცვათ სპორტული ბიუსტჰალტერი;
- შეიძლება დაგეხმაროთ ნებისმიერი ტიპის სარელაქსაციო თერაპია. ხშირად მკერდის ტკივილი შფოთვითაა განპირობებული და სტრესის მართვით მდგომარეობა მნიშვნელოვნად უმჯობესდება;
- შეზღუდეთ კოფეინის დოზა;
- მოერიდეთ ძლიერი ინტენსივობის დატვირთვას, მაგალითად, მძიმე წონის აწევას;
- სასარგებლოა დაბალცხიმიანი რაციონი;
- ღვიძლს რომ არ ავნოთ მკერდის ტკივილის გამაყუჩებელი წამალი (შესაბამისად, ადეკვატური დოზა) შეარჩევინეთ ექიმს.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/breast-pain/symptoms-causes/syc-20350423