როგორ ავირიდოთ თავიდან გაუწყლოება?

როგორ ავირიდოთ თავიდან გაუწყლოება?

დღეს რამდენი ჭიქა წყალი დალიეთ?

დეჰიდრატაცია (გაუწყლოება) ვითარდება მაშინ, როდესაც ხარჯავთ დიდი რაოდენობით სითხეს.

გაუწყლოება განსაკუთრებით სახიფათოა ბავშვებისა და ხანდაზმულებისთვის.

დეჰიდრატაციის დროს ვლინდება ისეთი სიმპტომები როგორიცაა: პირის სიმშრალე, წყურვილის ძლიერი გრძნობა, შემცირებული შარდვა, მუქი ფერის შარდი, დაღლილობა, საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა და სხვა.

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის გაუწყლოების ეფექტური სამკურნალო წამალი წყლის მიღებაა, თუმცა მწვავე დეჰიდრატაციის დროს პაციენტი სასწრაფოდ უნდა მოთავსდეს კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში.

პრევენცია

გაუწყლოებისგან თავის არიდებისთვის აუცილებელია რეკომენდებული რაოდენობის წყალი მიიღოთ. ასევე კვების რაციონი უნდა გაამდიდროთ ისეთი პროდუქტებით, რომელიც წყლისგან შედგება და ასეთია ხილი, ბოსტნეული.

გაცილებით მეტი რაოდენობის წყალი უნდა დალიოთ შემდეგი მდგომარეობების დროს, რადგან ამ რისკ-ფაქტორების გამო მნიშვნელოვნად იზრდება გაუწყლოების რისკი.

ეს მდგომარეობებია:

  • ღებინება ან დიარეა;
  • ძლიერი, ინტენსიური ვარჯიში;
  • ცხელი ამინდი ან გარემო, სადაც ტენიანობა მაღალია;
  • თუ ხანდაზმული პირი გრიპით, ბრონქიტით, საშარდე გზების ინფექციით ან სხვა რომელიმე შედარებით უმნიშვნელო (მარტივად მართვადი) დაავადებით ავადობს.

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/dehydration/symptoms-causes/syc-20354086