ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 19 მარტის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 16 556 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 828 ადამიანი.
ბოლო 24 საათში წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 488 და დაიღუპა 20 ადამიანი, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 10 221 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 591 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში დაინფიცირდა 119 და დაიღუპა 14 ადამიანი, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 1 430 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 150 გარდაიცვალა, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 4 166 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 50 ადამიანის სიცოცხლე, აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 132 ადამიანი და დაიღუპა 3.
წყარო:
https://www.who.int/emergencies/diseases/novel-coronavirus-2019/situation-reports