რა სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა ჭარხლის წვენი?
ჭარხლის წვენი გემრიელი და სასარგებლოა - ამ სასმელში ვიტამინების, მინერალებისა და ანტიოქსიდანტების უნიკალური კომბინაციაა.
ჭარხლის წვენი შეიცავს:
- ფოლატს (აუცილებელია უჯრედის სიჯანსაღისთვის);
- ვიტამინს B-6 (აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნის პროცესს);
- კალციუმს (ძვლის ჯანმრთელობის საწინდარი);
- რკინას (სისხლის წითელ უჯრედებს ჟანგბადის გადატანაში ეხმარება);
- მაგნიუმს (ეს მინერალი აძლიერებს იმუნიტეტს, სასარგებლოა გულისთვის, კუნთებისა და ნერვული სისტემისთვის);
- ფოსფორს (სასარგებლოა კბილებისთვის, ძვლებისა და უჯრედის აღდგენისთვის);
- სპილენძს (მონაწილეობს კოლაგენის გამომუშავებაში, ეხმარება ძვალსა და სისხლძარღვებს, აძლიერებს იმუნურ სისტემას);
- თუთიას (ორგანიზმს ჭრილობის შეხორცებაში ეხმარება, ზრდა-განვითარებას უწყობს ხელს, აუცილებელია იმუნიტეტისთვის);
- ანტიოქსიდანტებს (ანტიოქსიდანტი ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების დაზიანებისგან იცავს, შესაბამისად, მნიშვნელოვნად მცირდება სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკი).
წარმოგიდგენთ ჭარხლის წვენის სასარგებლო თვისებებს:
- რეკომენდებულია სისხლის წნევისთვის, ამცირებს არტერიულ წნევას;
- ანთების საწინააღმდეგო ნაერთის მეშვეობით, გიცავთ ანთებისგან;
- მოწოდებულია ანემიის პრევენციისთვის;
- ჭარხლის წვენი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რკინით, A ვიტამინით, B-6 ვიტამინით. ეს ვიტამინები და მინერალები სასარგებლოა ღვიძლისთვის. ჭარხლის წვენი ღვიძლს ანთებისგან და ოქსიდაციური სტრესისგან იცავს, ეხმარება ორგანოს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნაში;
- დალიეთ ეს გემრიელი სასმელი თუ ვარჯიშობთ.
გვერდითიეფექტი
როგორცსტატიაშივკითხულობთ, უმეტესადჭარხალიდაჭარხლისწვენიარგამოირჩევასერიოზულიგვერდითიეფექტით,თუმცაგარკვეულშემთხვევაშიმისითვითნებურადმიღებადაუშვებელია.
მაგალითად,თირკმლისდაავადებისდროსკვებისრაციონიშეადგინეთმკურნალექიმთან - გარკვეულრისკ-ჯგუფშითირკმლისკენჭებისგანვითარებისრისკია.
ასევეთუგაქვთდაბალიწნევაანამკონკრეტულმონაკვეთშიმკურნალობთარტერიულწნევასმედიკამენტებით,კარდიოლოგისმიერდანიშნულიკურსითვითნებურადარშეცვალოთ - რამდენადდასაშვებიაჭარხალიანჭარხლისწვენითქვენიორგანიზმისთვის უნდა დადგინდეს მხოლოდმკურნალიექიმის მიერ!
შეიძლებაშენიშნოთ, რომჭარხლისწვენისმიღებისშემდეგშარდის ფერიშეიცვალა - ესდროებითია.
წყარო:
https://www.medicalnewstoday.com/articles/324898#blood-pressure