პიტნის ჩაი და ჯანმრთელობა

პიტნის ჩაი და ჯანმრთელობა

სასარგებლოა თუ არა პიტნის ჩაი?

შესანიშნავი არომატისა და იშვიათი სამკურნალო თვისებების წყალობით, პიტნა მთელ მსოფლიოში პოპულარულია. პიტნის ჩაი ბევრი ადამიანის საყვარელი სასმელია.

პიტნის ჩაის სასარგებლო თვისებებია:

  • ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს;
  • სასარგებლოა გაციების დროს;
  • აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას;
  • ამცირებს პირის ღრუში უსიამოვნო სუნს;
  • პიტნა გულისრევის შეგრძნებისგან გიცავთ;
  • გამშვიდებთ, რელაქსაციაში გეხმარებათ.

ცნობილია, რომ პიტნა ხშირად გამოიყენება სხვადასხვა კოსმეტიკურ ინგრედიენტად.

ზოგიერთი მეცნიერის აზრით, პიტნაშესაძლოა განიხილებოდეს როგორც ქერტლის სამკურნალო საშუალება, რადგან გამომშრალ კანს ამშვიდებს და ქავილს ამცირებს. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, საუკეთესო შედეგისთვის თმა პიტნის ჩაით უნდა დავიბანოთ და ჩამობანამდე 5-დან 10 წუთის განმავლობაში გავიჩეროთ.

ზოგიერთი მკვლევარის მოსაზრებით, პიტნა გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო თვისებებით და შესაძლებელია ეფექტური აღმოჩნდეს აკნეს მკურნალობაში. შესაძლოა პიტნის შემცველობის მალამომ აკნეთი გამოწვეული სიწითლე შეამციროს. თუმცა აკნეს მკურნალობა თვითნებურად დაუშვებელია და აუცილებლად უნდა იხელმძღვანელოთ ექიმის დანიშნულებით.

პიტნის ჩაის აქვს გარკვეული გვერდითი ეფექტი და ყველა ადამიანისთვის რეკომენდებული არაა!

მაგალითად, პიტნის ჩაი არ უნდა დალიონ ალერგიულმა პირებმა და განსაკუთრებით მენთოლის მიმართ ალერგიული რეაქციის მქონე ადამიანებმა.

თუ თქვენი დიაგნოზი გასტროეზოფაგური რეფლუქსია, პიტნის ჩაის მიღება დაუშვებელია.

პიტნის ჩაი თვითნებურად არ დალიოთ ორსულებმა და მეძუძურმა დედებმა - მეან-გინეკოლოგი მოგცემთ შესაბამის რეკომენდაციას.

თუ მკურნალობთ რეფლუქს დაავადებას, არტერიულ წნევას, დიაბეტს, გულძმარვას ან დანიშნული გაქვთ სხვადასხვა სახის მედიკამენტი, პიტნის ჩაი თვითნებურად არ დალიოთ, აუცილებლად დაუკავშირდით მკურნალ ექიმს.

 

წყარო:

https://senchateabar.com/blogs/blog/benefits-of-mint-tea