თვალის მელანომა

თვალის მელანომა

მელანომა არის კიბოს ფორმა, რომელიც მელანინის წარმომქმნელ უჯრედებში ყალიბდება.

მელანინი წარმოადგენს პიგმენტს, რომელიც კანს შეფერილობას აძლევს. თვალსაც აქვს მელანინის წარმომქმნელი უჯრედები და სწორედ ამ უჯრედებში ვითარდება მელანომა.

აღსანიშნავია, რომ უმეტესად თვალის მელანომა ვლინდება თვალის ისეთ წერტილში, რომელიც ვიზუალურად არ ჩანს სარკეში და სწორედ ამიტომ კიბოს ამ ფორმის დროული აღმოჩენა ყოველთვის რთულია. სამწუხაროდ, ხშირად ვლინდება სრულიად უსიმპტომოდ და ეს კიდევ უფრო მეტად ართულებს დაავადების ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირების პროცესს.

თვალის მელანომას მკურნალობა შესაძლებელია და თანამედროვე ონკოლოგია კიბოს ამ ფორმას ეფექტურად მართავს. თუ მელანომა მცირე ზომისაა, პაციენტი არ დგას მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების წინაშე, მაგრამ თუ კიბო მოცულობითია, არსებობს მხედველობის დაკარგვის რისკი.

სიმპტომები

როგორც უკვე მოგახსენეთ, ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში თვალის მელანომა უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მაგრამ ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში ვლინდება შემდეგი სიმპტომატიკა:

  • თვალის ფერად გარსზე მზარდი მუქი ლაქა;
  • შეგრძნება თითქოს მანათობელ შუქებს ხედავდეთ;
  • თვალის ცენტრში გუგის ფორმის ცვლილება;
  • ერთ თვალში მხედველობის გაუარესება ან ერთგვარი ბუნდოვანი მხედველობა;
  • პერიფერიული მხედველობის დაკარგვა.

გამომწვევი მიზეზი

თვალის მელანომას ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია.

მედიკოსები აცხადებენ, რომ თვალის მელანომა ყალიბდება მაშინ, როდესაც ჯანმრთელი თვალის უჯრედში დნმ-ის მუტაცია ვლინდება.

მუტაციის გამო უჯრედები უკონტროლოდ იზრდება და მრავლდება, შესაბამისად, ჯანმრთელი უჯრედისგან განსხვავებით პათოლოგიური ფორმა ფუნქციონირებას განაგრძობს და არ იღუპება. მუტირებული უჯრედები გროვდება თვალში და ფორმირდება მელანომა.

რისკ-ფაქტორებს განეკუთვნება:

  • ლურჯი ან მწვანე ფერის თვალი;
  • ხანდაზმულობა;
  • კანის მემკვიდრული დარღვევა;
  • ულტრაიისფერი გამოსხივება;
  • გენეტიკური მუტაცია.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/eye-melanoma/symptoms-causes/syc-20372371