ბროწეულის წვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.
მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომელიც ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებით გამოწვეული დაზიანებისგან იცავს - ზრუნავს უჯრედის ჯანმრთელობაზე.
იგი გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო ეფექტით.
ბროწეული მდიდარია იმუნიტეტისთვის აუცილებელი ვიტამინებით. მის შემადგენლობაშია ისეთი სასარგებლო ვიტამინები როგორიცაა C, E და K ვიტამინები. ამ ვიტამინების მეშვეობით, ბროწეულის წვენი გიცავთ გაციებისგან, ორგანიზმი ეფექტურად ებრძვის ინფექციას.
მეცნიერები განმარტავენ, რომ ბროწეულს აქვს ძლიერი ანტიბაქტერიული და ანტივირუსული თვისებები.
ცნობილია, რომ ბროწეულის წვენი ამცირებს ნაწლავის ანთებას და დადებითი ეფექტი აქვს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. თუმცა მეცნიერები ვერ თანხმდებიან ერთ საკითხზე - რეკომენდებულია თუ არა ბროწეულის წვენი დიარეას დროს. დაზუსტებით არ იციან ეს გემრიელი ხილი ეხმარება თუ პირიქით ამწვავებს დიარეას მდგომარეობას; სწორედ ამიტომ ბევრი ექიმი პაციენტს ურჩევს, რომ ბროწეული მხოლოდ მაშინ მიიღოს, როცა დიარეას სიმპტომები ალაგდება.
ბროწეულის წვენი გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო სითხეა - იგი იცავს გულსა და არტერიებს. თუმცა ბროწეული არ მიიღოთ ან მიირთვით მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით თუ დანიშნული გაქვთ არტერიული წნევისა და ქოლესტერინისთვის განკუთვნილი მედიკამენტი.
ბროწეულის წვენი სასარგებლოა მეხსიერებისთვის.
წყარო: