ყურძნის სამკურნალო თვისებები

ყურძნის სამკურნალო თვისებები

გიყვართ ყურძენი?

იმის გარდა რომ ძალიან გემრიელია, აღნიშნული ხილი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.

ყურძენი დაკომპლექტებულია უმნიშვნელოვანესი საკვები ნივთიერებებით, ვიტამინებით, მინერალებითა და ანტიოქსიდანტებით.

მის შემადგენლობაშია რესვერატროლი, რაც მეცნიერთა აზრით, ძლიერი ანტისიმსივნური მოქმედების მქონე ანტიოქსიდანტს წარმოადგენს. ამასთან, ანტიოქსიდანტი აუცილებელია კანისთვის.

ყურძენი შედგება კალიუმისგან. კალიუმის დახმარებით, მცირდება ცუდი ქოლესტერინის დონე, უმჯობესდება არტერიული წნევის მაჩვენებელი.

მაიამის უნივერსიტეტის მეცნიერები კვლევაზე დაყრდნობით განმარტავენ, რომ ყურძენი აუცილებელია თვალის ჯანმრთელობისთვის - სასარგებლოა კატარაქტას, გლაუკომის და ასაკთან დაკავშირებული თვალის სხვა დაავადებების პროფილაქტიკისთვის.

ყურძენი დადებითად აისახება ტვინის ფუნქციონირებაზე, აუმჯობესებს მეხსიერებასა და კონცენტრაციის უნარს. შვეიცარიის უნივერსიტეტის მეცნიერები განმარტავენ, რომ რესვერატროლის დახმარებით, სავსებით შესაძლებელია იმ თავისუფალი რადიკალებისა და ფოლაქის მოცილება, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს ტვინზე.

თუ ყურძენს ყოველდღიურ რაციონში ჩართავთ, შესაძლოა მუხლის ტკივილი შეგიმსუბუქდეთ და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ეს დისკომფორტი ოსტეოართრიტის სიმპტომია - ამ დასკვნამდე ტეხასის ქალთა უნივერსიტეტის მკვლევარები სამეცნიერო კვლევაზე დაყრდნობით მივიდნენ.

კალციუმის, მაგნიუმის, კალიუმის შემცველობის გამო ყურძენი სასარგებლოა ძვლის ჯანმრთელობისთვის. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ანტიოქსიდანტი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სახსრის მობილობასა და დრეკადობას.

აღსანიშნავია, რომ ყურძენი გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო ეფექტით და აძლიერებს იმუნურ სისტემას.

 

წყარო:        

https://food.ndtv.com/food-drinks/benefits-of-grapes-from-being-a-powerful-antioxidant-to-preventing-signs-of-ageing-1223636