რატომ არის საუზმე მნიშვნელოვანი?

რატომ არის საუზმე მნიშვნელოვანი?

მეცნიერთა აზრით, საუზმე ბედნიერი და ნაყოფიერი დღის საწინდარია.

გაღვიძების შემდეგ თუ საუზმეს მიირთმევთ, ეს ნიშნავს რომ ჯანმრთელობაზე ზრუნავთ და შეიძლება ითქვას ახალ დღეს ჯანსაღად იწყებთ.

როგორც არ უნდა გეჩქარებოდეთ სამსახურში, რეკომენდებულია ისაუზმოთ - წარმოიდგინეთ, რომ დილის კვებით ორგანიზმს ენერგიით, საწვავით ავსებთ; დიახ, საღამოს ვახშმობიდან დილით, მაღვიძარას ხმამდე ორგანიზმი მშიერია და მაშინაც კი თუ თავად შიმშილის შეგრძნება არ გაქვთ.

თუ უარს იტყვით საუზმეზე, მშიერი დარჩება ორგანიზმი და ტვინსაც გაუჭირდება სათანადოდ ფუნქციონირება!

როგორც წესი, ვინც არ საუზმობს გაცილებით მეტს და ერთიანად მიირთმევს სადილობისას, რაც დროთა განმავლობაში წელის გარშემოწერილობაზე ნამდვილად უარყოფითად აისახება.

ზედმეტი საკვების მიღება მხოლოდ კილოგრამებს არ შეგმატებთ, ჭარბი წონა თავისთავად ზრდის ცუდ ქოლესტერინს და არტერიულ წნევას.

თუ სიმსუქნეს ებრძვით ან ჯანსაღი წონის შენარჩუნება გსურთ, დილით სახლიდან გასვლის წინ ყოველთვის ისაუზმეთ. მაგალითისთვის შეგვიძლია წარმოგიდგინოთ ერთ-ერთი ექსპერიმენტი; კვლევის ავტორებმა მონაწილეები 2 ჯგუფში გადაანაწილეს. ორივე ჯგუფის წევრებისთვის ერთნაირი კალორია იყო განკუთვნილი, თუმცა დღის განმავლობაში სხვადასხვა რეჟიმით უნდა ეკვებათ - პირველი ჯგუფი ბევრ კალორიას ითვისებდა დილით, ხოლო მეორე სადილზე. შედეგად, იმ მონაწილეებმა, რომლებიც მეტ კალორიას საუზმეზე იღებდნენ, 3 თვის განმავლობაში 8 კილოგრამი დაიკლეს, ხოლო დანარჩენმა მონაწილეებმა მხოლოდ 3.

როგორც წესი, ადამიანები გაცილებით ჯანსაღად სახლში იკვებებიან და მთლიანი მარცვლეულისა თუ ხილის მიღების შანსიც საუზმეზეა - საკვები ბოჭკო კი აუცილებელია საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის.

გახსოვდეთ, ტვინი ენერგიას საკვების მეშვეობით ითვისებს. ვიტამინებით მდიდარი პროდუქტი ტვინს ინფორმაციის ათვისებასა და მეხსიერების გაუმჯობესებაში ეხმარება.

ჯანსაღი საუზმე არის რაციონი, რომელიც მოიცავს პროტეინის, საკვები ბოჭკოს, მცირე რაოდენობით ჯანსაღი ცხიმისა და ნახშირწყლების კომბინაციას.

 

წყარო:  

https://www.mentalfloss.com/article/80160/7-reasons-why-breakfast-really-most-important-meal-day