რა არის ცოფი?

რა არის ცოფი?

მოგითხრობთ ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ინფექციურ დაავადებაზე.

რა არის ცოფი?

ცოფი სასიკვდილო, მომაკვდინებელი ვირუსია, რომელიც ადამიანზე ინფიცირებული ცხოველის ნერწყვიდან გადადის.

ჩვეულებრივ, ცოფის ვირუსი ნაკბენით ვრცელდება.

როდესაც ადამიანი ავლენს ცოფის ნიშნებსა და სიმპტომებს, მსგავს შემთხვევაში დაავადება თითქმის ყოველთვის სიკვდილს იწვევს. სწორედ ამიტომ ამ ვირუსის რისკის მქონე ადამიანებისთვის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ცოფის სიმპტომები

ცოფის პირველი სიმპტომები გრიპის მსგავსია და რამდენიმე დღე გრძელდება. მოგვიანებით შესაძლოა გამოვლინდეს:

  • სიცხე;
  • თავის ტკივილი;
  • გულისრევა;
  • ღებინება;
  • შფოთვა, მღელვარება;
  • დაბნეულობა;
  • ჰიპერაქტიურობა;
  • ყლაპვის გაძნელება;
  • ჭარბი ნერწყვდენა;
  • წყლის შიში;
  • ჰალუცინაციები;
  • უძილობა;
  • ნაწილობრივი დამბლა.

როდის მივმართოთ ექიმს?

სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, თუ გიკბინათ რომელიმე ცხოველმა (განსაკუთრებით მაშინ თუ ეჭვობთ ცხოველს ცოფი აქვს).

დაზიანებისა და სიტუაციის მიხედვით, ექიმი გადაწყვეტს საჭიროა თუ არა ცოფის საპრევენციო მკურნალობა.

სასწრაფოდ უნდა მიმართოთ კლინიკას იმ შემთხვევაშიც თუ არ ხართ დარწმუნებული ცხოველმა გიკბინათ თუ არა.

აგრეთვე თუ გაიღვიძეთ ოთახში და საძინებელში ღამურა დაინახეთ, დაუყოვნებლივ გაიარეთ ექიმის კონსულტაცია. დიდი რისკია იმისა, რომ ღამურამ გიკბინათ და ვერ იგრძენით, გეძინათ.

ცოფის გამომწვევი მიზეზები

ცოფის ინფექციას იწვევს ცოფის ვირუსი.

ვირუსი ვრცელდება ინფიცირებული ცხოველის ნერწყვის საშუალებით. ინფიცირებული ცხოველები ვირუსს სხვა ცხოველის ან ადამიანის კბენით ავრცელებენ.

იშვიათ შემთხვევაში ცოფი შეიძლება გავრცელდეს ინფიცირებული ნერწყვის ღია ჭრილობასა თუ ლორწოვან გარსში (მაგალითად, თვალები ან პირის ღრუ) მოხვედრით. მაგალითად, დაინფიცირება შეიძლება მოხდეს მაშინ, როცა ინფიცირებული ცხოველი ადამიანის გაკაწრულ, გაჭრილ, დაზიანებულ კანს ალოკავს.

ცხოველები, რომლებსაც ცოფის ვირუსი გადააქვთ

ძირითადად, ადამიანებზე ცოფის ვირუსს ავრცელებენ შემდეგი ცხოველები.

შინაური და ფერმის ცხოველები:

  • კატა;
  • ძროხა;
  • ძაღლი;
  • თხა;
  • ცხენი.

გარეული ცხოველები:

  • თახვი;
  • კოიოტი;
  • მელა;
  • ღამურა;
  • მაიმუნი;
  • ენოტი;
  • სკუნსი.

მკურნალობა

ცოფის ინფექციის დადასტურების შემთხვევაში ეფექტური მკურნალობის მეთოდი არ არსებობს.

ცოფს ადამიანების მხოლოდ მცირე რაოდენობა გადაურჩა, ჩვეულებრივ, დაავადება სიკვდილს იწვევს.

ნებისმიერი ნაკაწრის ან ნაკბენის შემთხვევაში მაშინვე მიმართეთ კლინიკას, ინფექციის პრევენციისთვის!

სიმპტომური ცოფი არ იკურნება.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/rabies/symptoms-causes/syc-20351821