როგორ ამოვიცნოთ დაქვეითებული იმუნიტეტის სიმპტომები?

როგორ ამოვიცნოთ დაქვეითებული იმუნიტეტის სიმპტომები?

რა არის იმუნური სისტემა, იმუნიტეტი?

იმუნიტეტი ორგანიზმის დამცავი ბარიერია - იმუნური სისტემა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის ჯანმრთელობაში.

იმუნური სისტემის მთავარი ფუნქცია მდგომარეობს იმაში, რომ ადეკვატური რეაქცია ჰქონდეს ნებისმიერი უცხო ფაქტორის ზემოქმედებაზე (ვირუსები, ბაქტერიები, მიკროორგანიზმები და სხვა) და მაქსიმალურად შეინარჩუნოს ორგანიზმის შინაგანი წონასწორობა.

სამწუხაროდ, ზოგჯერ სპეციალური უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების ჯგუფი სათანადოდ აღარ ფუნქციონირებს. როცა ეს მდგომარეობა ხშირია, ვლინდება ალერგია, ასთმა, ეგზემა. სავსებით შესაძლებელია განვითარდეს ავტოიმუნური დარღვევა, რომლის მიზეზიც არის ის, რომ იმუნური სისტემა იწყებს ანტისხეულების გამომუშავებას და ჯანმრთელ უჯრედებს ებრძვის - მარტივად რომ ვთქვათ, ორგანიზმის დაცვის ნაცვლად მას თავს ესხმის.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, დღეისთვის ცნობილია 80-ზე მეტი დაავადება და ყველა მათგანის განვითარებას ხელი შეუწყო იმუნური სისტემის პრობლემებმა.

წარმოგიდგენთ რამდენიმე სიმპტომს, რომელიც შესაძლოა იმუნური სისტემის პრობლემებზე (იმუნიტეტის დაქვეითება) მიგანიშნებდეთ:

  • ცივი ხელები;
  • დიარეა, რომელიც გრძელდება 2-დან 4 კვირამდე;
  • ყაბზობა;
  • თვალების სიმშრალე;
  • დაღლილობა;
  • სიცხე (თუ ხართ ნორმალურზე მაღალი ტემპერატურის მატარებელი, შესაძლოა თქვენი იმუნური სისტემა გადატვირთული იყოს. ამის მიზეზი ან მოახლოებული ინფექციაა, ან ავტოიმუნური მდგომარეობის განვითარების რისკის წინაშე ხართ);
  • თავის ტკივილი;
  • გამონაყარი (გამონაყარი, რომელიც ქავილის სურვილს გიჩენთ, მშრალი, შეწითლებული კანი ანთების გავრცელებული სიმპტომებია);
  • სახსრების ტკივილი;
  • თმის ცვენა;
  • ინფექციებით ხშირი ავადობა;
  • მგრძნობელობა მზეზე (ავტოიმუნური დარღვევის დროს ზოგიერთ ადამიანს უვითარდება ალერგიული რეაქცია);
  • ჩხვლეტა ან დაბუჟება ქვედა და ზედა კიდურებში;
  • ყლაპვის გაძნელება;
  • უჩვეულო წონის ცვლილება მაშინაც კი თუ თქვენი კვების რაციონი იგივეა და არც ფიზიკური აქტივობის დონე შეგიცვლიათ;
  • თეთრი ლაქები კანზე;
  • კანის ან თვალების გაყვითლება.

იმუნიტეტისთვის სასარგებლოა მშვიდი ძილი, სტრესის მართვა, ფიზიკური აქტივობა, ვიტამინებით, მინერალებითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი კვების რაციონი.        

 

წყარო:

https://www.webmd.com/cold-and-flu/immune-system-disorders#1