ყავა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გემრიელი სასმელია.
მოგეხსენებათ, კოფეინი ბუნებრივი მატონიზირებელი საშუალებაა, რომელიც ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას, ასტიმულირებს ტვინის ნერვულ უჯრედებს და ზოგიერთი ადამიანი იმასაც კი ამტკიცებს, რომ ყავის მიღების შემდეგ გუნება-განწყობილება მნიშვნელოვნად უუმჯობესდება.
თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია კოფეინის მიმართ ინდივიდუალური მგრძნობელობის საკითხი - ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია და თუ ადამიანი კოფეინის მიმართ სენსიტიურია, ყავაზე უარის თქმა მოუწევს.
შეიძლება თქვენი დილა ყოველთვის გემრიელი ყავის არომატით იწყება, მაგრამ ამის მიუხედავად უნდა იცოდეთ თუ რა შემთხვევაში არ არის რეკომენდებული.
ყავა არ უნდა დალიოთ:
- დაძინებამდე;
- როცა თავს ცუდად გრძნობთ, ავად ხართ;
- ნაბახუსევზე (უმჯობესია წყალი დალიოთ);
- ორსულობის დროს ყავა უნდა დალიოთ თუ არა გადაწყვეტს თქვენი პირადი მეან-გინეკოლოგი;
- ზოგიერთი სამედიცინო მდგომარეობის დროს ყავა ორგანიზმისთვის მავნებელია, შესაბამისად, იხელმძღვანელეთ მკურნალი ექიმის მითითებით;
- ყავამ შეიძლება გამოიწვიოს კარიესი და ლაქები კბილებზე (იგივეს თქმა შეგვიძლია ზოგიერთი ტიპის ჩაიზეც);
- დიდი რაოდენობით ყავა იწვევს ხელების კანკალს;
- დაუშვებელია მაღალი წნევის დროს;
- ზოგიერთ ადამიანში შეიძლება გაზარდოს შფოთვის დონე.
წყარო: