რატომ არის სახიფათო ფრჩხილების კვნეტა და როგორ გადავეჩვიოთ?

რატომ არის სახიფათო ფრჩხილების კვნეტა და როგორ გადავეჩვიოთ?

ფრჩხილების კვნეტა (სამედიცინო ენაზე ონიქოფაგია) ერთ-ერთი გავრცელებული ჩვევაა.

სიმპტომები

სიმპტომები ფიზიკურიც არის და ფსიქოლოგიურიც.

ვლინდება:

  • კვნეტამდე შფოთვის, დაძაბულობის, უკმაყოფილების ან უხერხულობის სტრესული განცდა;
  • კვნეტის შემდეგ სიმსუბუქის და სიამოვნების განცდა;
  • კვნეტის გამო არავინაა დაცული ფრჩხილებისა თუ კანის დაზიანებისგან და ამ ვიზუალის გამო მას უჩნდება სირცხვილის გრძნობა და დანაშაულის განცდა;
  • ფრჩხილისა და თითების ქსოვილის დაზიანება;
  • პირის ღრუში ტრავმა, კბილის პრობლემები, ჩირქი და ინფექციები;
  • დაძაბულობა, უთანხმოება ოჯახის წევრებთან და პრობლემები სოციალურ ურთიერთობებში.

როგორც წესი, ჩვევა თავდაპირველად თავს იჩენს ბავშვობაში და ხშირია მოზარდებში. ფრჩხილების კვნეტა შეიძლება გაგრძელდეს ზრდასრულ ასაკშიც; აღსანიშნავია, რომ უმეტეს შემთხვევაში ფრჩხილების კვნეტის დონე მცირდება ან სურვილი სრულიად ქრება ასაკის მატებასთან ერთად.

გამომწვევი მიზეზები

გასათვალისწინებელია გენეტიკური ფაქტორი. ასევე ფრჩხილების კვნეტა ასოცირდება შფოთვასთან და შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი ამ ჩვევით სტრესის, დაძაბულობისა თუ მოწყენილობის შემსუბუქებას ცდილობს.

ვინც ფრჩხილების კვნეტით სისტემატიურად არის დაკავებული, აცხადებს, რომ ფრჩხილების კვნეტის სურვილი უჩნდება მაშინ, როცა ნერვიულობს, მოწყენილია, თავს მარტო გრძნობს ან შია.

სავსებით შესაძლებელია ეს ჩვევა განვითარდეს სხვა ფსიქიატრიული მდგომარეობის სიმპტომების გარეშე ან დაკავშირებული იყოს მენტალურ პრობლემებთან.

მკურნალობა

მწვავე კლინიკურ შემთხვევებში მედიკოსის დახმარება დაგჭირდებათ და მკურნალობის კურსი ფოკუსირებული იქნება ემოციური ფაქტორების შემცირებაზე.

ამ ჩვევის მართვაში შესაძლოა დაგეხმაროთ რამდენიმე რეკომენდაცია:

  • ფრჩხილების სიგრძე დაიმოკლეთ;
  • ფრჩხილზე წაისვით ისეთი ნივთიერება, რომელიც უსიამოვნო გემოს მოგცემთ;
  • სილამაზის სალონში ლამაზი მანიკური გაიკეთეთ;
  • ხელთათმანებით ისარგებლეთ;
  • დააკვირდით რა სიტუაციაში გიჩნდებათ ფრჩხილების კვნეტის სურვილი და სხვა დროს ამ სიტუაციას თავი აარიდეთ;
  • აუცილებელია ფრჩხილები და პირის ღრუ დაკავებული იყოს მაშინ, როცა ფრჩხილების კვნეტის სურვილი გაგიჩნდებათ. გირჩევთ დაღეჭოთ საღეჭი რეზინი, დაწეროთ, დახატოთ - ერთი სიტყვით დაკავდეთ საქმიანობით, რომელიც ფრჩხილების კვნეტის სურვილს გაგიქრობთ. 

 

წყარო:

https://www.psychologytoday.com/intl/conditions/onychophagia-nail-biting

https://www.webmd.com/a-to-z-guides/stop-nail-biting-tips#1