ვარჯიში ტვინისთვის სასარგებლოა.
მეცნიერთა აზრით, ფიზიკური აქტივობა აუმჯობესებს აზროვნების უნარს, დადებითად აისახება მეხსიერებაზე.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ფიზიკურად აქტიური ადამიანი უკეთ ახერხებს საქმეზე კონცენტრირებას, ეფექტურად სახავს სამოქმედო გეგმას და ერთდროულად რამდენიმე დავალების შესრულება არ უჭირს.
აერობიკა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევის პროცესს, შესაბამისად, ტვინი მარაგდება ჟანგბადითა და მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებებით.
ვარჯიში ხელს უწყობს ნეიროტროფული ფაქტორის გამომუშავებას, რომელიც სასარგებლოა ნეიროგენეზისთვის (ნერვული უჯრედების განვითარება).
ნეიროპლასტიურობა ტვინის უჯრედების უნარია, რომლის მეშვეობითაც ხდება ცვლილება და ადაპტაცია, მათ შორის ახალი კავშირის ფორმირება არსებულ ტვინის უჯრედებს შორის. როცა ახალ ინფორმაციას ვითვისებთ, ტვინის უჯრედებს შორის ახალი კავშირები მყარდება. შემდეგ ამ ახალ შესწავლილ ინფორმაციას პრაქტიკაში ვიყენებთ და ხელახლა ვიმეორებთ, ამ დროს უჯრედებს შორის ჩამოყალიბებული ახალი კავშირები ძლიერდება და ძლიერდება.
აღმოჩნდა, რომ ნეიროპლასტიურობის განვითარებას ხელს ვუწყობთ არა მხოლოდ შემეცნებითი უნარებით, არამედ ფიზიკური ვარჯიშითაც.
წყარო: