ობობის ნაკბენი - როდის არის საჭირო მკურნალობა?

ობობის ნაკბენი - როდის არის საჭირო მკურნალობა?

ჩვეულებრივ, ობობის ნაკბენი უვნებელია, თუმცა ზოგიერთი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია სასწრაფო დახმარება.

ბუნებაში ობობის მხოლოდ რამდენიმე ჯიში ბინადრობს, რომლის შხამიც ადამიანის ორგანიზმზე სერიოზულ უარყოფით გავლენას ახდენს.

ობობის ნაკბენმა შესაძლებელია გამოიწვიოს სიწითლე, შეშუპება, ტკივილი და დისკომფორტი.

პაციენტს სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ესაჭიროება შემდეგი ნიშნების შემთხვევაში:

  • არ იცით ობობა შხამიანი იყო თუ არა;
  • ნაკბენ არეზე წყლული გაჩნდა და ზომაში იზრდება;
  • ნაკბენის შემდეგ დაგეწყოთ ძლიერი ტკივილი;
  • მუცლის სპაზმი, კრუნჩხვა;
  • სუნთქვის პრობლემა.

სავსებით მოსალოდნელია ობობის ნაკბენი კანის სხვა წყლულებში, დამწვრობაში ან სულაც ინფექციაში აგერიოთ. თუმცა ექიმი ჩივილსა და სიმპტომზე, ვიზუალურ დათვალიერებაზე დაყრდნობით მარტივად შეძლებს ობობის ნაკბენის ამოცნობას. ობობის ნაკბენთა უმეტესობა, როგორც წესი, თავისით შუშდება ერთი კვირის განმავლობაში.

პირველი დახმარება ასე გამოიყურება:

  • ჭრილობა საპნითა და წყლით ჩამოიბანეთ. ინფექციის პრევენციისთვის ანტიბიოტიკის შემცველი მალამო დაიდეთ დღეში სამჯერ;
  • ყოველ ერთ საათში 15 წუთის განმავლობაში ნაკბენზე ქსოვილში გახვეული ყინული დაიდეთ;
  • თუ შესაძლებელია ნაკბენი არე მაღლა ასწიეთ;
  • კარგად დააკვირდით ჭრილობას - ნებისმიერი ვიზუალური ცვლილება საყურადღებოა.

მწვავე ტკივილისა და კუნთის სპაზმის დროს ექიმი გამოგიწერთ შესაბამის მედიკამენტს. შესაძლოა დაგჭირდეთ ტეტანუსის აცრაც. შავი ქვრივის (ობობას სახეობა) ნაკბენისას კეთდება შხამის საწინააღმდეგო შრატი.

 

 

 

 

 

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/spider-bites/diagnosis-treatment/drc-20352377