როდესაც ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების გამო ნერვის ქსოვილი ზიანდება.
დიაგნოსტირებისთვის ექიმი ჩაატარებს ფიზიკურ შემოწმებას, გადაიკითხავს სამედიცინო ისტორიას და გაეცნობა სიმპტომებს.
მზად უნდა იყოთ უპასუხოთ შემდეგ შეკითხვებს:
- რა სიმწვავითა და სიხშირით გაწუხებთ სიმპტომები;
- რა რაოდენობით ალკოჰოლს სვამთ და რამდენად ხშირად.
მედიკოსმა შესაძლოა დანიშნოს გარკვეული სადიაგნოსტიკო კვლევები ნეიროპათიისგამომწვევი მიზეზის დასადგენად:
- სისხლის ანალიზი;
- ნერვის გამტარიანობის ტესტი;
- ელექტრომიოგრაფია;
- ნერვის ბიოფსია.
ალკოჰოლით გამოწვეული ნეიროპათიის სამკურნალოდ ყველაზე ეფექტური მეთოდია შეწყვიტოთ ალკოჰოლური სასმელის მიღება. თავისთავად, ალკოჰოლის მოყვარულთათვის ეს მარტივი გამოწვევა არაა, შესაბამისად, სასმელის მიმართ ჟინის დაძლევაში მოგიწოდებენ გაწევრიანდეთ შესაბამის ჯგუფებში, გაიაროთ თერაპევტის კონსულტაცია, დაესწროთ შემეცნებით ქცევით თერაპიას ან ჩაიტაროთ მედიკამენტური მკურნალობა.
წყარო:
https://www.healthline.com/health/alcoholism/alcoholic-neuropathy
