ფუფხის მეშვეობით, ორგანიზმი კანზე არსებულ ჭრილობას იცავს.
ფუფხი აჩერებს სისხლდენას და ერთგვარი საფარია, ანუ ბაქტერიასა და მიკრობებს ჭრილობაში შეღწევის საშუალებას არ აძლევს.
გარკვეული მდგომარეობებისა და ფაქტორების გამო ფუფხის მქონე ჭრილობის შეხორცების პროცესი შესაძლოა დროში გაიწელოს:
• ჭრილობა დიდი ზომისაა;
• ინფექცია;
• თამბაქოს მომხმარებელი ხართ;
• ცუდად მართვადი დიაბეტი;
• სუსტი იმუნიტეტი;
• ხანდაზმული ასაკი;
• ზოგიერთი მედიკამენტი (ზოგიერთი წამლის გამო შეხორცების პროცესი ნელია).
სასწრაფოდ მიმართეთ კლინიკას შემდეგი სიმპტომების დროს:
• ინფექციის ნიშნები;
• ჭრილობის ნაპირებზე სიმუქე, სიშავე;
• დაზიანებული არედან სისხლდენა 10 წუთის შემდეგაც კი არ ჩერდება, სისხლს ვერ აკავებთ პირდაპირი და ძლიერი ზეწოლით;
• ტრავმულ მიდამოში ტკივილს გრძნობთ და დისკომფორტი არ ქრება ტკივილგამაყუჩებლის მიღების მიუხედავად;
• ჭრილობა ნაკერის დადებიდან მალევე გაიხსნა.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/body/scab
