ნაჩხვლეტი ჭრილობა

ნაჩხვლეტი ჭრილობა

ნაჩხვლეტი ჭრილობა, ჩვეულებრივ, კანზე პატარა ზომის ღია სივრცეს იწვევს, თუმცა შესაძლოა დაზიანება გაცილებით ღრმა იყოს.

ღრმა ნაჩხვლეტმა ჭრილობამ შეიძლება დააზიანოს ნერვი, სისხლძარღვი, ორგანო, მყესი, ქსოვილი. როგორც წესი, კანის ჭრილობათა უმეტესობა ხორცდება 10 დღის ვადაში, თუმცა სწორი მკურნალობის კურსის ფონზეც კი მოსალოდნელია ინფექციის რისკი, შესაბამისად, ნებისმიერი უჩვეულო სიმპტომი საყურადღებოა, დაზიანებული მიდამო ყოველდღიურად ზედმიწევნით უნდა დაათვალიეროთ.

აუცილებლად დაუკავშირდით ექიმს შემდეგი სიმპტომებისას:

  • ჭრილობიდან სისხლდენა გრძელდება 24 საათზე მეტხანს;
  • ჭრილობის არეში ძლიერი ტკივილი;
  • მაღალი სიცხე;
  • ჭრილობის არეში სიწითლე ან შეშუპება;
  • დაზიანებული არედან ჩირქი მოდის;
  • ნაკერი გაიხსნა.

გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება თუ:

  • ძლიერი სისხლდენა გაქვთ ან სისხლდენა არ ჩერდება პირდაპირი ზეწოლით, დაჭერისას;
  • სისუსტე, თავბრუსხვევა, გულის წასვლის შეგრძნება.

სასწრაფო სამედიცინო ჩარევა გესაჭიროებათ თუ ჭრილობა მიიღეთ კისრის, გულმკერდის, ზურგის ან მუცლის არეში და უჩივით შემდეგს:

  • სუნთქვის გაძნელება;
  • ტკივილი ყლაპვის ან სუნთქვის დროს;
  • ტკივილი მწვავდება;
  • სისხლი შარდში ან განავალში;
  • ამოარწყიეთ სისხლი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო:

https://intermountainhealthib.staywellsolutionsonline.com/Library/Encyclopedia/82,116559en