ალკოჰოლის მოყვარულთათვის საინტერესო ინფორმაცია გვაქვს.
შეიძლება დაინტერესებულხართ თუ რამდენი ხნით რჩება ალკოჰოლი სისტემაში და რა ვადაში იდევნება ორგანიზმიდან. ალკოჰოლი იშლება ღვიძლის მიერ, მაგრამ მეტაბოლიზირების დრო დამოკიდებულია რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე, კერძოდ: გენეტიკაზე, რა რაოდენობით სასმელი მიიღეთ, ასაკზე, წონაზე, რა დოზა საკვები დააყოლეთ.
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ალკოჰოლი სისტემაში რჩება 6-დან 72 საათამდე.
ალკოტესტი ალკოჰოლს აღმოაჩენს:
- სისხლში 12 საათის მანძილზე;
- შარდში 12-24 საათის ვადაში;
- ნერწყვში 12 საათამდე პერიოდში;
- თმა ინფორმაციას ინახავს 90 დღის განმავლობაში.
ალკოჰოლური ინტოქსიკაციის ნიშნებია:
- არეული მეტყველება;
- კოორდინაციის დარღვევა;
- დაბნეულობა;
- მეხსიერების დაქვეითება;
- კონცენტრაციის დარღვევა;
- სუნთქვის პრობლემა.
წყარო:
https://americanaddictioncenters.org/alcohol/how-long-in-system
