რამდენი საათი რჩება ალკოჰოლი ორგანიზმში?

რამდენი საათი რჩება ალკოჰოლი ორგანიზმში?

ალკოჰოლის მოყვარულთათვის საინტერესო ინფორმაცია გვაქვს.

შეიძლება დაინტერესებულხართ თუ რამდენი ხნით რჩება ალკოჰოლი სისტემაში და რა ვადაში იდევნება ორგანიზმიდან. ალკოჰოლი იშლება ღვიძლის მიერ, მაგრამ მეტაბოლიზირების დრო დამოკიდებულია რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე, კერძოდ: გენეტიკაზე, რა რაოდენობით სასმელი მიიღეთ, ასაკზე, წონაზე, რა დოზა საკვები დააყოლეთ.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ალკოჰოლი სისტემაში რჩება 6-დან 72 საათამდე.

ალკოტესტი ალკოჰოლს აღმოაჩენს:

  • სისხლში 12 საათის მანძილზე;
  • შარდში 12-24 საათის ვადაში;
  • ნერწყვში 12 საათამდე პერიოდში;
  • თმა ინფორმაციას ინახავს 90 დღის განმავლობაში.

ალკოჰოლური ინტოქსიკაციის ნიშნებია:

  • არეული მეტყველება;
  • კოორდინაციის დარღვევა;
  • დაბნეულობა;
  • მეხსიერების დაქვეითება;
  • კონცენტრაციის დარღვევა;
  • სუნთქვის პრობლემა.

 

 

 

წყარო:         

https://americanaddictioncenters.org/alcohol/how-long-in-system