კარდიომეტაბოლური დაავადება - რისკ-ფაქტორები და ხელშემწყობი მდგომარეობები.
კარდიომეტაბოლური დაავადება მოიცავს ისეთ სერიოზულ პათოლოგიებს როგორიცაა: გულის შეტევა, ინსულტი, დიაბეტი, თირკმლის დაავადება, ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება.
სტატისტიკის თანახმად, კარდიოვასკულარული დაავადება ყოველწლიურად 9 მილიონი ადამიანის დაღუპვის მიზეზია, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით 537 მილიონ ზრდასრულს ანამნეზში დიაბეტი აქვს.
ხელშემწყობი რისკ-ფაქტორებია:
• მაღალი არტერიული წნევა;
• სისხლში შაქრის მაღალი დონე;
• ჭარბი ტრიგლიცერიდები;
• წელის გარშემო ჭარბი ცხიმი;
• გენეტიკური წინასწარგანწყობა;
• თამბაქო;
• სიმსუქნე;
• დიდი რაოდენობით სვამთ ალკოჰოლს და ხშირად;
• იმყოფებით ძლიერ სტრესში;
• არაჯანსაღი რაციონი.
სასურველია გაიაროთ ტესტირება და დარწმუნდეთ, რომკარდიომეტაბოლური დაავადების რისკის წინაშე არ იმყოფებით შემდეგი ფაქტორების ფონზე:
• ასაკი (ხართ 45 წელს გადაცილებული);
• გულის დაავადებით, ინსულტით ან დიაბეტით ავადობის ოჯახური ანამნეზი;
• ჰორმონული დისბალანსი;
• ჭარბი წონა;
• არააქტიური, უმოძრაო ცხოვრების წესი;
• გიყვართ არაჯანსაღი კერძები;
• თამბაქო;
• ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;
• ანამნეზში ძილის აპნოე, საკვერცხის პოლიკისტური სინდრომი, ჰიპოთირეოზი.
წყარო:
https://southdenver.com/what-is-cardiometabolic-disease/
