ფტოზი ნიშნავს იმას, რომ ქუთუთო თვალზეა ჩამოწეული/ჩამოშვებული.
დიაგნოზი შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი, ისე შეძენილი.
დამახასიათებელი ნიშნებია:
- ჩამოშვებული ქუთუთო ფარავს ან მთლიან გუგას, ან მხოლოდ თვალის ზედა არეს;
- თვალების მოსრესვის ძლიერი სურვილი;
- ძლიერი ცრემლდენა;
- დაქვეითებული მხედველობა;
- ტკივილი და დაღლილობა თვალის არეში.
ოფთალმოლოგი გადაწყვეტს (ბავშვის შემთხვევაში) თუ რა ტიპის მკურნალობა გამოიღებს სასურველ ეფექტს შემდეგ ფაქტორებზე დაყრდნობით:
- ბავშვის ასაკი;
- ფტოზი ფიქსირდება თუ არა ორივე თვალზე;
- ქუთუთოს სიმაღლე;
- რამდენად მტკიცე, ძლიერია ის კუნთი, რომელიც ქუთუთოს აწევაზეა პასუხისმგებელი;
- თვალის მოძრაობა.
დიაგნოსტირების შემდეგ შესაძლოა შემოგთავაზონ ქირურგიული ჩარევა - ძირითადი მიზანი მხედველობის ფუნქციის გაუმჯობესებაა.
იმ შემთხვევაშიც კი თუ ქირურგიული ჩარევა საჭირო არ არის, მაგრამ ბავშვის დიაგნოზი ფტოზია, ექიმი მოგიწოდებთ რეგულარული შემოწმებისკენ. მონიტორინგის მიზანია თვალის პრობლემების პრევენცია ან დროული აღმოჩენა და ეს მხოლოდ რეგულარული კვლევის ფონზეა შესაძლებელი - გახსოვდეთ, ბავშვის თვალი ზომაში იზრდება და ფორმასაც იცვლის, შესაბამისად, ყველა დეტალი საყურადღებოა.
ზრდასრულებში ფტოზი, ძირითადად, ყალიბდება თვალის ოპერაციის, ასაკის მატების ან ქუთუთოს ამწევი კუნთის მოდუნების ფონზე.
დიაგნოსტირებისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს სისხლის ანალიზი და კომპიუტერული კვლევები. კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ინიშნება ოპერაცია.
წყარო:
