როგორ მკურნალობენ კუნთის ატროფიას?

როგორ მკურნალობენ კუნთის ატროფიას?

თუ ეს სიმპტომები გამოგივლინდათ კუნთის ატროფია გაქვთ.

კუნთის ატროფია კუნთის მასის განლევა ან შეთხელებაა.

დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • კუნთის მასის შემცირება;
  • ერთი კიდური მეორესთან შედარებით გაცილებით მცირე ზომისაა;
  • ერთ კიდურში სისუსტე;
  • დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება კიდურში;
  • ადამიანს უჭირს სიარული ან ბალანსის დაცვა;
  • ყლაპვის ან საუბრის გაძნელება;
  • სახის სისუსტე;
  • მეხსიერების დროთა განმავლობაში დაკარგვა.

დიაგნოსტირებისთვის ექიმი ჩაატარებს ფიზიკურ გასინჯვას, დაინტერესდება ჩივილით თუ რა სიმპტომები გაწუხებთ და როდის გამოგივლინდათ.

კუნთის მასის გაზომვის შემდეგ ინიშნება შემდეგი ტიპის კვლევები:

  • სისხლის ანალიზი;
  • კუნთის ან ნერვის ბიოფსია;
  • ელექტრომიოგრაფია;
  • რენტგენული კვლევა;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
  • ელექტრომიოგრაფია.

კუნთის ატროფიის მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია დაავადების ტიპზე, მაგალითად, ფიზიოლოგიური ატროფიის შემთხვევაში რეგულარული ვარჯიში, მკვებავი ნივთიერებებით გაჯერებული რაციონი და საკვები დანამატებია რეკომენდებული.

ნეიროგენური ატროფია იკურნება ელექტრული სტიმულაციით.

კუნთის ატროფიის ფონზე ჩამოყალიბებული კონტრაქტურის მართვა შესაძლებელია ქირურგიული ჩარევით.

 

 

წყარო:  

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/22310-muscle-atrophy