რა არის ჩიყვი?
ჩიყვი ჩნდება მაშინ, როდესაც ფარისებრი ჯირკვალი დიდდება. ჩიყვისგან არავინაა დაზღვეული, თუმცა მამაკაცებთან შედარებით ქალებში ჩამოყალიბების რისკი 4-ჯერ მაღალია. ჩიყვი მოსალოდნელია ასაკის მატებასთან ერთად - სტატისტიკურად, ხშირად ავადობენ 40 წელს გადაცილებულები.
რისკ-ფაქტორებია:
- სიმსუქნე;
- ინსულინრეზისტენტობა;
- მეტაბოლური სინდრომი;
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადებით ავადობის ოჯახური ანამნეზი;
- სამკურნალო მიზნით დანიშნულმა სხივურმა თერაპიამ მოიცვა თავი და კისერი.
ჩიყვი გავრცელებული დიაგნოზია. სტატისტიკის თანახმად, აშშ-ში მცხოვრებთა დაახლოებით 5%-ს აქვს. მსოფლიოს მასშტაბით ჩიყვის ყველაზე გავრცელებული გამომწვევი მიზეზი იოდის დეფიციტია.
ჩიყვის ძირითადი სიმპტომებია:
- ყელში კოპისმაგვარი ამობურცულობა;
- ხორხის არეში დაჭიმულობა;
- ხრინწიანი ხმა;
- საუღლე ვენის გაფართოება;
- თავბრუსხვევა.
ნაკლებად გავრცელებული სიმპტომებია:
- სუნთქვის გაძნელება;
- ხველება;
- ყლაპვის გაძნელება.
ჩიყვის გამომწვევი მიზეზებია:
- იოდის დეფიციტი;
- გრეივსის დაავადება;
- ჰაშიმოტოს დაავადება;
- ფარისებრი ჯირკვლის კიბო;
- ორსულობა;
- თიროიდიტი.
სპორადული ჩიყვის გამომწვევი მიზეზი კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში უცნობი რჩება.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/12625-goiter
