ძირმაგარა - რატომ ჩნდება ფურუნკული?

ძირმაგარა - რატომ ჩნდება ფურუნკული?

რა არის ფურუნკული (ძირმაგარა)?

ძირმაგარა (იგივე ფურუნკული) კანის ინფექციაა, რომელიც ოქროსფერი სტაფილოკოკის გამო ჩნდება, თუმცა შესაძლოა ჩამოყალიბდეს სხვა ტიპის ბაქტერიისა და სოკოს გამოც.

მსუბუქ კლინიკურ შემთხვევებში ძირმაგარა დამოუკიდებლად იკურნება, სკდება და ჩირქიც ირეცხება. თუმცა ზოგჯერ ექიმის ჩარევაა საჭირო, კერძოდ, ჩირქის დრენირებისთვის აუცილებელია კანის გაჭრა.

ძირმაგარა ყალიბდება როგორც წითელი მუწუკი, შემდეგ ზომაში იზრდება და ჩირქით ივსება. ფურუნკული ყალიბდება რამდენიმე საათიდან დღის მანძილზე. საწყის ეტაპზე გაწუხებთ ტკივილი, შეშუპება და ამჩნევთ წითელ ამობურცულობას, შეხებისას კანი შეხურებულია.

ძირმაგარის ჩამოყალიბებისას კი უკვე ვლინდება შემდეგი ნიშნები:

  • ტკივილი;
  • ჩირქი;
  • ზომაში იზრდება;
  • ცენტრში ყვითელი ან თეთრი შეფერილობა;
  • შესაძლოა გავრცელდეს სხეულის სხვა არეშიც;
  • ფურუნკულის გარშემო ფუფხი.

რისკ-ფაქტორებია:

  • ახლო კონტაქტი იმ ადამიანთან, რომელსაც სტაფილოკოკის ინფექცია აქვს;
  • ჭარბი წონა;
  • ეგზემა;
  • სუსტი იმუნიტეტი, კიბო ან დიაბეტი.

წყარო: 

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/15153-boils-and-carbuncles