რა არის ოფთალმოპლეგია?
ოფთალმოპლეგია თვალის კუნთის სისუსტე ან დამბლაა.
ორი ტიპის ოფთალმოპლეგია არსებობს:
• ქრონიკულად პროგრესირებადი - გავრცელებულია 18-დან 40 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში. თავდაპირველად ვლინდება ქუთუთოს ჩამოშვებითა და იმ კუნთზე კონტროლის დაკარგვით, რომელიც თვალის კოორდინაციაზეა პასუხისმგებელი;
• ბირთვთაშორისი - მიზეზი ნერვის დაზიანებაა და შედეგად პაციენტს ბუნდოვანი მხედველობა უვითარდება. ეს მდგომარეობა სხვა დარღვევებთანაა დაკავშირებული.
სიმპტომები მრავალფეროვანია, მაგალითად, შესაძლოა უჩიოდეთ ბუნდოვან ან გაორებულ მხედველობას, გიჭირდეთ თვალის ყველა მიმართულებით მოძრაობა, ჩამოეშვას ქუთუთო, ყლაპვის გაძნელებაც და კუნთის საერთო სისუსტეც მოსალოდნელია.
ოფთალმოპლეგია შესაძლოა იყოს თანდაყოლილი ან ცხოვრების განმავლობაში გამოგივლინდეთ. ძირითადად, ყალიბდება მაშინ, როდესაც ის სიგნალები ზიანდება, რომელიც შეტყობინებას გზავნის ტვინიდან თვალისკენ. ბირთვთაშორისი ოფთალმოპლეგია, ჩვეულებრივ, ჩნდება გაფანტული სკლეროზის, ტრავმის ან ინფარქტის შედეგად.
სხვა შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:
• შაკიკი;
• ფარისებრი ჯირკვლის დაავადება;
• ინსულტი;
• ტვინის დაზიანება;
• ტვინის სიმსივნე;
• ინფექცია.
წყარო:
https://www.healthline.com/health/ophthalmoplegia
