ჰიპერთერმია - ორგანიზმის გადახურება

ჰიპერთერმია - ორგანიზმის გადახურება

რა არის ჰიპერთერმია?

ჰიპერთერმია სიცხესთან დაკავშირებული დაავადებაა. ამ ჯგუფში შემავალ მდგომარეობებს ერთი ძირითადი სიმპტომი აქვს - ადამიანს აღენიშნება სხეულის პათოლოგიურად მაღალი ტემპერატურა (40 გრადუსი და მეტი). 

ჰიპერთერმიის ჩამოყალიბების მიზეზია ის, რომ გარემო/გარე ფაქტორების გამო ორგანიზმის სიცხის რეგულირების სისტემა მწყობრიდან გამოდის, რაც სხეულის შიდა ტემპერატურის აწევას იწვევს. 

სიმპტომები ინდივიდუალურია და დამოკიდებულია იმაზე თუ რა სტადიაზეა ჰიპერთერმია ან რა დონეზეა გადახურებული ორგანიზმი.

სითბური დარტყმა სახიფათო მდგომარეობაა, რომელიც სერიოზული გართულებების მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს. სწორედ ამიტომ პაციენტი სასწრაფოდ უნდა მოთავსდეს კლინიკაში.

გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება შემდეგი სიმპტომების დროს:

• მაღალი ცხელება; 
• სწრაფი პულსი; 
• შეწითლებული კანი, რომელიც შეხებისას ხურს; 
• თავბრუსხვევა ან გულისრევა; 
• თავის ტკივილი; 
• დაბნეულობა; 
• გულის წასვლის შეგრძნება ან გონების დაკარგვა.

ორგანიზმის გადახურებისას სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოთ ნებისმიერი აქტივობა, გადახვიდეთ გრილ ადგილას ჩრდილში, დალიოთ წყალი, გაიხადოთ ზედმეტი ტანსაცმელი, წამოწვეთ. თუ 1 საათის განმავლობაში მდგომარეობა არ გამჯობესდება გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.

 

წყარო:

https://www.medicalnewstoday.com/articles/320226