ხილი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.
ვიტამინებითა თუ მინერალებით მდიდარი ხილი და ბოსტნეული მნიშვნელოვნად ამცირებს ზოგიერთი ქრონიკული დაავადების რისკს.
ხილი ორგანიზმს ამარაგებს მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებებით.
ხილში ძალიან დაბალია ცხიმისა და კალორიების რაოდენობა, არ შეიცავს ქოლესტერინს, მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა ორგანოსა თუ სისტემის სათანადო ფუნქციონირებისთვის.
ხილის შემადგენლობაშია საკვები ბოჭკო, რომელიც ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს, ახდენს გულის დაავადებების პრევენციას, დადებითად აისახება კუჭ-ნაწლავის მოქმედებაზე, გვიცავს ყაბზობისგან.
აღსანიშნავია C ვიტამინის როლი ორგანიზმში და ამ ვიტამინს ბევრი გემრიელი ხილი შეიცავს. C ვიტამინი მონაწილეობს ძვლის ფორმირებაში, სისხლძარღვების სწორად ფუნქციონირებაში, კოლაგენის გამომუშავებისა თუ დაზიანებული ქსოვილის აღდგენის პროცესში.
ამასთან, C ვიტამინით მდიდარი ხილი ორგანიზმს რკინის შეთვისებაში დაეხმარება.
კალიუმით მდიდარი ხილი სისხლის ნორმალურ წნევას შეგინარჩუნებთ, ხოლო ფოლატით მდიდარი ხილი ერითროციტების ფორმირებას შეუწყობს ხელს.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ჯანსაღი კვების რაციონი, რომელიც აუცილებლად უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან, მნიშვნელოვნად ამცირებს ისეთი დაავადებებისა თუ პათოლოგიების განვითარების რისკს როგორიცაა:
- გულის დაავადებები;
- ზოგიერთი ტიპის კიბო;
- დიაბეტი ტიპი 2;
- სიმსუქნე;
- თირკმლის კენჭები;
- ძვლის მასის შემცირება და სხვა.
წყარო: