ჩვენი პარტნიორია ქართული რეპროდუქციული კლინიკა „ანიმა“

ჩვენი პარტნიორია ქართული რეპროდუქციული კლინიკა „ანიმა“

ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის ახალი პარტნიორია რეპროდუქციული კლინიკა „ანიმა“.

„ანიმა“ თანამედროვე სამედიცინო ცენტრი, რომელიც რეპროდუქციულ მედიცინას აერთიანებს ინდივიდუალურ მიდგომასთან, საერთაშორისო გამოცდილებასთან და პაციენტზე ორიენტირებულ მომსახურებასთან. 

„ანიმა“ საქართველოში მოქმედი რეპროდუქციული კლინიკაა, რომელიც საერთაშორისო ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვაზეა ორიენტირებული. კლინიკა რეგიონში ერთ-ერთი პირველი IVF ცენტრის სტატუსით გამოირჩევა, რომელმაც ამ მიმართულებით ოფიციალური AACI (ამერიკის საერთაშორისო აკრედიტაციის კომისია) აკრედიტაცია მიიღო. 

კლინიკის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი მულტიდისციპლინური მოდელია.

„ანიმა“ ინტეგრირებულია მულტიპროფილურ კლინიკა „პინეოში“, რაც პაციენტს საშუალებას აძლევს საჭირო სამედიცინო სერვისები ერთ სივრცეში მიიღოს; ეს მოიცავს რეპროდუქციულ მკურნალობას, გინეკოლოგიურ ქირურგიას, ორსულობის მართვას, სამშობიარო მომსახურებას, გადაუდებელ დახმარებასა და III დონის ნეონატალურ ინტენსიურ თერაპიას (NICU). 

რას სთავაზობს „ანიმა“ პაციენტებს?

კლინიკაში ხელმისაწვდომია: 

• უნაყოფობის მიზეზების დიაგნოსტირება და მკურნალობა; 
• IVF პროგრამები; 
• კვერცხუჯრედისა და სპერმის დონაციის პროგრამები; 
• ინდივიდუალურად დაგეგმილი რეპროდუქციული პროგრამები; 
• ემბრიოლოგიური კვლევები და თანამედროვე ლაბორატორიული მეთოდები; 
• ემბრიონის გენეტიკური სკრინინგი; 
• სუროგაციის პროგრამები; 
• ორსულობის მონიტორინგი და პრენატალური მეთვალყურეობა; 
• მშობიარობა და პოსტნატალური ზრუნვა. 

„ანიმას“ მნიშვნელოვანი უპირატესობაა საერთაშორისო გამოცდილების მქონე სამედიცინო და ადმინისტრაციული გუნდი. გუნდის წევრებს აქვთ მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილება და თანამედროვე რეპროდუქციული ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობის პრაქტიკა. 

კლინიკის მიდგომა ეფუძნება პროფესიულ ცოდნას, საერთაშორისო სტანდარტებს, ინდივიდუალურ მიდგომასა და პაციენტის საჭიროებებზე ორიენტირებულ ზრუნვას.

კლინიკის მოდელი ითვალისწინებს სამედიცინო ზრუნვის უწყვეტობას - ემბრიონის შექმნიდან ორსულობის მართვამდე და მშობიარობამდე.

„ანიმა“სადაც თანამედროვე რეპროდუქციული მედიცინა, საერთაშორისო გამოცდილება და პაციენტზე ზრუნვა ერთ სივრცეში ერთიანდება.