რა არის ფსიქოგენური იმპოტენცია?
ეს დიაგნოზი ნიშნავს იმას, რომ ფსიქოლოგიური ფაქტორების გამო მამაკაცს არ შეუძლია მიაღწიოს ერექციას.
სტატისტიკის თანახმად, ერექციული დისფუნქციის დაახლოებით 40% ფსიქოგენური მიზეზითაა განპირობებული.
ერექციული დისფუნქცია მოსალოდნელია ნებისმიერი ასაკის მამაკაცში, თუმცა ფსიქოგენური იმპოტენცია უფრო ხშირია ახალგაზრდებში.
დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
- გიჭირთ ერექცია;
- სექსის დასრულებამდე დაკარგეთ ერექცია;
- ნაადრევი ან დაგვიანებული ეაკულაცია;
- ინტიმური კავშირის მიმართ ინტერესი გაქვთ, მაგრამ ვერ ახერხებთ.
იმპოტენციას შესაძლოა იწვევდეს შემდეგი ფსიქოლოგიური მდგომარეობები:
- სტრესი;
- შფოთვა;
- დეპრესია;
- კონფლიქტური სიტუაციები პირად ურთიერთობაში;
- დანაშაულის შეგრძნება;
- დაბალი თვითშეფასება;
- კულტურული ან რელიგიური გავლენა;
- ემოციური ტრავმა.
თუ ერექციული დისფუნქციის მიზეზია როგორც ფიზიოლოგიური, ისე ფსიქოლოგიური ფაქტორი ექიმი დაგინიშნავთ მედიკამენტებს, მოგიწოდებთ ცხოვრების სტილის შეცვლისკენ და რეკომენდაციას გაუწევს ფსიქოთერაპიას.
წყარო:
https://www.verywellhealth.com/psychogenic-erectile-dysfunction-5201654
