ფსიქოგენური იმპოტენცია

ფსიქოგენური იმპოტენცია

რა არის ფსიქოგენური იმპოტენცია?

ეს დიაგნოზი ნიშნავს იმას, რომ ფსიქოლოგიური ფაქტორების გამო მამაკაცს არ შეუძლია მიაღწიოს ერექციას.

სტატისტიკის თანახმად, ერექციული დისფუნქციის დაახლოებით 40% ფსიქოგენური მიზეზითაა განპირობებული.

ერექციული დისფუნქცია მოსალოდნელია ნებისმიერი ასაკის მამაკაცში, თუმცა ფსიქოგენური იმპოტენცია უფრო ხშირია ახალგაზრდებში.

დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

  • გიჭირთ ერექცია;
  • სექსის დასრულებამდე დაკარგეთ ერექცია;
  • ნაადრევი ან დაგვიანებული ეაკულაცია;
  • ინტიმური კავშირის მიმართ ინტერესი გაქვთ, მაგრამ ვერ ახერხებთ.

იმპოტენციას შესაძლოა იწვევდეს შემდეგი ფსიქოლოგიური მდგომარეობები:

  • სტრესი;
  • შფოთვა;
  • დეპრესია;
  • კონფლიქტური სიტუაციები პირად ურთიერთობაში;
  • დანაშაულის შეგრძნება;
  • დაბალი თვითშეფასება;
  • კულტურული ან რელიგიური გავლენა;
  • ემოციური ტრავმა.

თუ ერექციული დისფუნქციის მიზეზია როგორც ფიზიოლოგიური, ისე ფსიქოლოგიური ფაქტორი ექიმი დაგინიშნავთ მედიკამენტებს, მოგიწოდებთ ცხოვრების სტილის შეცვლისკენ და რეკომენდაციას გაუწევს ფსიქოთერაპიას.

 

 

 

 

წყარო:  

https://www.verywellhealth.com/psychogenic-erectile-dysfunction-5201654