რამდენიმე რჩევა, რომელიც საყვარელი ქალის გულის მოგებაში დაგეხმარებათ.
გულახდილობა მნიშვნელოვანია, თუმცა თქვენი პრობლემებით გულს ნუ შეუწუხებთ - პაემანზე ხართ და არა თერაპიის სეანსზე. პაემანზე, გემრიელი დესერტის მირთმევისას, როდესაც ახალგაცნობილ ქალს ხვდებით და რომანი ოფიციალურად ჯერ არც კი დაწყებულა რატომ უნდა მოუნდეს ვინმეს თქვენი წუწუნის მოსმენა? და საერთოდაც თუ ცხოვრებისეულ პრობლემებს ებრძვით ჯერ მოაგვარეთ და შემდეგ დაიწყეთ ახალი კავშირები.
ქალები იხიბლებიან იუმორითა და ქარიზმით.
ქალებს ვერ მოატყუებთ - ნამდვილ დეტექტივთან გაქვთ საქმე, რომელმაც თქვენი ცხოვრების ძირითადი შტრიხები უკვე შესანიშნავად შეისწავლა. ამიტომ რეალურ ხასიათს ნუ დამალავთ. ქალი ყოველთვის აფასებს და პატივს სცემს ისეთ მამაკაცს, რომელიც ბუნებრივია და არ თამაშობს.
პირველ პაემანზე ლამაზი თაიგული რომ უნდა იყიდოთ ეს ისედაც იცით, ხომ სწორია? თითქმის ყველა ქალს უყვარს თაიგული და ნამდვილად გაახარებს ეს ჟესტი.
ქალს გრძნობა გაუჩნდება თუ შეამჩნევს შემდეგს:
- თქვენთან თავს უსაფრთხოდ გრძნობს;
- უნდა უთხრათ გრძნობის შესახებ, ანუ რომ მოგწონთ და რა მოგწონთ მასში, ემოციებს ნუ დაიშურებთ;
- უნდა იყოთ ჯენტლმენი;
- საკუთარ გარეგნობასაც მიხედეთ, აკონტროლეთ წონა, სტილი, ვარცხნილობა, შეიმოსეთ სიტუაციის შესაბამისად და სხვა.
წყარო:
