რა არის გლუტენის აუტანლობა?
გლუტენის აუტანლობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ცუდად ხდება გლუტენის ჭამის შემდეგ. გლუტენი ცილაა, რომელსაც ბევრი პროდუქტი შეიცავს, შესაბამისად, ამ დიაგნოზის მქონე პირებმა მკაცრად უნდა აკონტროლონ რაციონი და მოერიდნონ ნებისმიერ იმ საკვებს, რომლის ინგრედიენტიც ეს პროტეინია.
გაითვალისწინეთ, აუტანლობა და საკვების ალერგია ერთი და იგივე არ არის.
გლუტენის აუტანლობისგან არავინაა დაზღვეული, თუმცა განსაკუთრებით ხშირია ქალებში. ზოგიერთი ადამიანი გლუტენის აუტანლობით იბადება და ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში შეძენილია, ანუ ცხოვრების განმავლობაში ჩამოყალიბდა.
გლუტენის აუტანლობის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია. ზოგიერთი სამეცნიერო კვლევის თანახმად, ადამიანი მგრძნობიარეა არა უშუალოდ გლუტენის მიმართ, არამედ რეაქცია აქვს გარკვეულ ნახშირწყლებზე. ზოგიერთი მეცნიერი კი ამტკიცებს, რომ სიმპტომების მიზეზია ცილის მიერ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ამომფენის გაღიზიანება.
გლუტენის აუტანლობისას შესაძლოა შენიშნოთ შემდეგი სიმპტომები:
- მუცლის ტკივილი;
- ანემია;
- შფოთვა;
- შებერილობა ან ჭარბი აირები;
- კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;
- დეპრესია;
- დიარეა ან შეკრულობა;
- დაღლილობა;
- თავის ტკივილი;
- სახსრის ტკივილი;
- გულისრევა და ღებინება;
- ალერგიული გამონაყარი.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/21622-gluten-intolerance
