რა არის ანდროგენული ალოპეცია?
ანდროგენული ალოპეცია თმის ცვენის გავრცელებული ფორმაა და ხშირია მამაკაცებში.
მამაკაცების უმეტესობა თმის ცვენას/შეთხელებას (ადრეული სტადია) ამჩნევს 30 წლის ასაკიდან, თუმცა ზოგიერთ კაცს გვიან თინეიჯერობის პერიოდშიც კი უვითარდება.
მკურნალობისთვის მოწოდებულია მედიკამენტური თერაპია, თმის გადანერგვა და სხვა მეთოდები.
ანდროგენული ალოპეციის რისკის წინაშე ხართ თუ მამაკაცური ტიპის თმის ცვენა ფიქსირდება ოჯახში, მაგალითად, სიმელოტის ნიშნები აქვს ბაბუას, მამას, ძმას.
საყურადღებო ფაქტორებია:
- ასაკი (მამაკაცების 25% თმის ცვენას პირველად ამჩნევს 21 წლამდე ასაკში, 50 წელს მიღწეულებში მაჩვენებელი 50%-ია, ხოლო 70% თმას სრულად კარგავს ასაკის მატებასთან ერთად);
- ჰორმონები;
- გენეტიკა.
სამწუხაროდ, მეცნიერებისთვის უცნობია თუ რა გზით შეიძლება სიმელოტის პრევენცია.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/24515-male-pattern-baldness-androgenic-alopecia
