ბუდობრივი ალოპეცია - ავტოიმუნური დაავადება, რომელიც თმის ცვენის მიზეზი ხდება

ბუდობრივი ალოპეცია - ავტოიმუნური დაავადება, რომელიც თმის ცვენის მიზეზი ხდება

რა არის ბუდობრივი ალოპეცია?

ბუდობრივი ალოპეცია ავტოიმუნური დაავადებაა, რომელიც თავს ესხმის სხეულის თმის ფოლიკულებს და თმის ცვენის მიზეზი ხდება.

თმის აღსადგენად ინიშნება მედიკამენტები და თერაპია. მწვავე კლინიკურ შემთხვევებში თმის ცვენა არ ექვემდებარება მკურნალობას.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ზიანდება სკალპი, თუმცა ბუდობრივი ალოპეცია მოსალოდნელია სხეულის სხვა ნებისმიერ არეში, სადაც თმაა.

ალოპეცია სამედიცინო ტერმინია და თმის ცვენას გულისხმობს, ხოლო დამატებითი სიტყვა ბუდობრივი ნიშნავს იმას, რომ თმის საფარველზე შეიძლება გაჩნდეს ერთგვარი მრგვალი სივრცე, რომელიც ცარიელია, ანუ სწორედ ამ მიდამოშია სიმელოტე, თმა გაცვენილი.

ბუდობრივი ალოპეციისგან არავინაა დაზღვეული, თუმცა რისკი მაღალია შემდეგი გარემოებებისას:

  • ხშირია ბავშვებში;
  • ბუდობრივი ალოპეციით ავადობის ოჯახური ანამნეზი;
  • თქვენ ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს აქვს ავტოიმუნური დარღვევა.

ბუდობრივი ალოპეცია გავრცელებული მდგომარეობაა - სტატისტიკურად, ეს დიაგნოზი აქვს 7 მილიონზე მეტ ადამიანს აშშ-ში.

ბუდობრივი ალოპეცია არ არის გადამდები.

 

რა არი

 

წყარო:

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/12423-alopecia-areata