რა არის კანის ტუბერკულოზი?
იგი ინფექციაა, რომელიც მაშინ ჩნდება, როდესაც ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერია კანს აზიანებს. ბაქტერია კანში აღწევს მაშინ, როდესაც ადამიანი ტუბერკულოზის ბაქტერიით ინფიცირებულ წვეთებს ჩაისუნთქავს ან როდესაც კანზე ღია ჭრილობა გაქვთ, შესაბამისად, მიკრობი პირდაპირ კონტაქტში შედის.
ზოგიერთი ადამიანი კანის ტუბერკულოზის დიდ რისკ-ჯგუფშია, მაგალითად, საყურადღებო გარემოებებია:
კანის ტუბერკულოზის სიმპტომები ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ინფექციის სიმწვავეზე, პაციენტის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე და ასევე იმაზე თუ სხეულის რომელი უბანია დაზიანებული. თუმცა კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ხასიათდება შემდეგი ნიშნებით: კანის შეფერილობის ცვლილება, ქსოვილის დაზიანება, კვანძისმაგვარი წყლულები.
კანის ტუბერკულოზი იკურნება ანტიბიოტიკოთერაპიით.
დიდი ან მტკივნეული წანაზარდების დროს ინიშნება ქირურგიული ამოკვეთა და შემდეგ საჭიროა პლასტიკური ჩარევა კანის მთლიანობის, ვიზუალური დეფექტის აღსადგენად.
წყარო:
https://www.healthline.com/health/skin-tuberculosis
